აფხაზი საოპერო მომღერალი, ხიბლა გერზმავა კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
„მე Covid-19 გადავიტანე და რაც ყველაზე საწყენია, 13 მარტიდან სახლიდან არ გავსულვარ, უსაფრთხოების ყველა ზომას ვიცავდი, თუმცა ვირუსმა ჩემს სახლში შემოაღწია!
მაისის შუა რიცხვებში სისუსტე ვიგრძენი, სიცხემ ამიწია, თუმცა, ვირუსზე ფიქრიც არ გამივლია გულში! მეორე დღეს მთლიანად დამეკარგა ყნოსვა! ყველაზე მძიმე და საშინელი წინ მელოდა, ყველაზე რთული 10 დღე, როდესაც ტკივილისგან მთელი სხეული გეფლითება…
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ორმხრივი პნევმონია აჩვენა, მაგრამ ფილტვების მინიმალური დაზიანებით.
მე თუ მსუბუქი ფორმა მქონდა, როგორ წვალობენ ის ადამიანები, ვისაც მძიმე და საშუალო სიმძიმის აქვს?! ვირუსი არსებობს და მტერსაც არ ვუსურვებ იმ კოშმარს, რაც გადავიტანე!“, – წერს ხიბლა გერზმავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე