რეზონანსი
20.06.2020

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "იმედს" კადიროვის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო აკრიტიკებს.

ჟურნალისტი მადლობას უხდის მათ, ვინც თავის დროზე იმედის ტელევიზიიდან "გააგდო" .

"ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავის დროზე ,,იმედიდან,, გამომაგდო ვერასოდეს გამოვხატავ სიტყვებით,რა მადლობელი ვარ თქვენი ასი ტონა ფქვილი" - წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, "ტვ იმედმა" 19 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით " რამზან კადიროვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 100 ტონა ფქვილი გააგზავნა". "იმედის" ამ სტატიას საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოყვა და ის როგორც პრორუსული სტატია ისე შეაფასეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×