რეზონანსი
22.06.2020

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი 2020 წელს "დიდი მუ­ტა­ცი­ის" და­სა­წყისს პროგ­ნო­ზი­რებს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს:

"ბევ­რი ას­ტრო­ლო­გი (მათ შო­რის მეც) 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­უ­თი­თებ­და, რომ 2020 წელი კრი­ზი­სუ­ლი და რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.მე მა­შინ პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლე 2008 წელ­თან (ანუ წინა ვირ­თხის წელ­თან), რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყო. რე­ა­ლუ­რად, მსოფ­ლიო ახა­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას და ეს ვლინ­დე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. "კო­ვიდ 19" - მსოფ­ლიო გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი გა­მოდ­გა. გან­ვი­ხი­ლოთ (უფრო სწო­რედ გა­ვიხ­სე­ნოთ) 2020 წლის ძი­რი­თა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

2020 წლის პირ­ვე­ლი ას­ტრო­მოვ­ლე­ნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა („დიდი მუ­ტა­ცია“) სტა­ტი­ის სა­თა­ურ­შია გა­მო­ტა­ნი­ლი - ეს არის იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა. ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა 20 წელ­ში ერთხელ ხდე­ბა, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი სჭირ­დე­ბა, რომ ეს შე­ერ­თე­ბა გან­სხვა­ვე­ბულ სტი­ქი­ა­ში მოხ­დეს (2020 წელს ეს უკავ­შირ­დე­ბა ჰა­ე­რის სტი­ქი­ას). იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა მსოფ­ლიო (მუნ­და­ნურ) ას­ტრო­ლო­გი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან არის ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად, მის შე­სა­ხებ კი ჯერ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი არა­ბი ას­ტრო­ლო­გე­ბი - აბუ მა­შა­რი (VIII-IX ს.ს.) და ალ-ბი­რ­უ­ნი (X-XI ს.ს.) წერ­დნენ.

2020 წლის და­სა­წყის­ში იუ­პი­ტერ-სა­ტურ­ნის არა­ზუსტ შე­ერ­თე­ბას 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს მოჰ­ყვე­ბა ამ ორი პლა­ნე­ტის ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა (მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში). ამით ფორ­მა­ლუ­რად დას­რულ­დე­ბა „მი­წის სტი­ქია“ და და­ი­წყე­ბა ახა­ლი „ჰა­ე­რის სტი­ქია“. სწო­რედ ამას ეწო­დე­ბა „დიდი მუ­ტა­ცია“ (ლათ. mutatio — ცვლი­ლე­ბა).

2020 წლის ზა­ფხუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის სა­ბე­დის­წე­რო თა­რი­ღე­ბი - პლუ­ტო­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბებს უმ­ზა­დებს

რო­დის იყოს ბო­ლოს „ჰა­ე­რის სტი­ქი­ის“ „დიდი მუ­ტა­ცია“?! 1226-1425 წლებ­ში. კი­დევ ერთი „ჰა­ე­რის სტი­ქი­ის“ „დიდი მუ­ტა­ცია“ იყო 452-630 წლებ­ში. ის­ტო­რი­ის ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნაც კი საკ­მა­რი­სია, რომ მივ­ხვდეთ რა მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დე­ბი. ეს არის „იუს­ტი­ნი­ა­ნეს ჭირი“ და „შავი ჭირი“.

ორი­ვე პან­დე­მი­ის ტალ­ღა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მა­შინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და ქვეყ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე

„მი­წის სტი­ქი­ის“ „ჰა­ე­რის სტი­ქი­ა­ში“ გა­დას­ვლა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო („მცი­რე მუ­ტა­ცია“), თუმ­ცა მა­შინ­დე­ლი ციკ­ლი მხო­ლოდ 20 წელს გაგ­რძელ­და და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით რა ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და 1980-2000 წლებ­ში ალ­ბათ ამის გან­ხილ­ვაც კი ზედ­მე­ტია. შემ­დე­გი „შე­ერ­თე­ბა“ ისევ მი­წის სტი­ქი­ა­ში იყო და უკვე 2020 წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეპო­ქა, რომ­ლის გავ­ლე­ნა გაგ­რძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი. 

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნოთ 2020 წლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა. ეს არის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მას­შტა­ბუ­რი კრი­ზი­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა (ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა 2020 წლის 12 იან­ვარს იყო). ამ ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნას „ტრანსფორ­მა­ცი­ის“, „ნგრე­ვა-აშე­ნე­ბის“ ას­პექტს უწო­დე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, ეს ას­პექ­ტი „ადას­ტუ­რებს“ 2020 წელს არ­სე­ბულ კრი­ზისს. ის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ ბევ­რი სის­ტე­მა და­იშ­ლე­ბა (რათა ახ­ლი­დან აშენ­დეს) ან მის ტრანსფორ­მა­ცია მოხ­დე­ბა. 

ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სა­ტურნს, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­ვი უნდა მო­ე­ტა­ნა. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, სწო­რედ ჯერ მარ­ტის ბო­ლოს და აპ­რი­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იტა­ლი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­ში (სა­დაც კო­ვი­დით და­ვირუ­სე­ბის პიკი იყო) გა­მო­ით­ქვა იმის ვა­რა­უ­დი, რომ ვირუ­სი უკან იხევ­და. მა­ის­ში და ივ­ნი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი და­ვირუ­სე­ბუ­ლე­ბის და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და. ამ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით პან­დე­მია ძა­ლას და­კარ­გავს და მისი გავ­ლე­ნა 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

პე­სი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა 2021 წლის დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ანუ იქამ­დე სა­ნამ რეტ­როგ­რა­დუ­ლად მოძ­რა­ვი სა­ტურ­ნი დი­რექ­ტი­უ­ლად არ და­ი­წყებს მოძ­რა­ო­ბას და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში სა­ბო­ლო­ოდ არ გა­და­ვა (ეს 2020 წლის 17 დე­კემ­ბერს მოხ­დე­ბა).

2020 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ერ­თგვა­რი აგ­რე­სი­უ­ლი ლა­იტ­მო­ტი­ვი იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­ის, ბრძო­ლის, ომის პლა­ნე­ტა მარ­სის გა­დას­ვლა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს 28 ივ­ნისს მოხ­დე­ბა. რო­გორც წესი, მარ­სი ერთ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში ორი თვე მოძ­რა­ობს. თუმ­ცა ამ­ჯე­რად ის სამ­ჯერ მეტ პე­რი­ოდს დაჰ­ყოფს და ვერძს 2021 წლის 7 იან­ვარს და­ტო­ვებს. 

2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი დი­ნა­მი­კუ­რი, აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და ხის­ტი იქ­ნე­ბა. რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ისე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე გარ­თულ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია მხა­რე­ებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა აგ­რე­სი­ულ მოქ­მე­დე­ბებს მი­ა­ნი­ჭონ. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გაზ­რდის კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბას. აქე­დან ყვე­ლა­ზე რთულ თვე­ე­ბად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი, რო­დე­საც მარ­სი კვად­რა­ტულ ას­პექ­ტებს შექ­მნის იუ­პი­ტერ­თან, სა­ტურნ­თან და პლუ­ტონ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ივ­ნი­სის მე­სა­მე დე­კა­დი­დან მო­ი­მა­ტებს ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, პი­კად მა­ინც აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი. არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბიც კი. ამის ალ­ბა­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში (ზა­ი­რი, სუ­და­ნი, ეთი­ო­პია), არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე (იე­მე­ნი, ომა­ნი), პა­კის­ტან­ში, ინ­დო­ეთ­ში და ჩი­ნეთ­ში).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×