
,,როგორ გვჯეროდა ბოლო წამამდე, რომ ცოცხალს გიპოვიდით, ნეტა სიზმარი იყოს, ეს რა ხდება", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფეხბურთელის მეგობარი ლუკა ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას.
ამ პოსტამდე ერთი საათით ადრე კი გარდაცვლილის მეგობარი გიორგი შაქარაშვილის მოსაძებნად დახმარებას ითხოვდა.
,,მეგობრებო ვისაც გყავთ მანქანა ან თქვენ მეგობარს და თუ შეუძლია დახმარებაა ვაპირებთ რამოდენიმე ჯგუფად დაყოფას და მოძებნას გიორგის. სხვადასხვა ადგილებში და კარგი იქნება ვისაც დრო აქვს და მანქანა ყავს მოგვეხმაროს ძებნაში მცხეთის ტერიტორიაზე დუშეთის ტერიტორიაზე და მცხეთასთან ახლოს ტერიტორიებზე სადაც ტყეა ან პატარა ტყესავით ადგილები ან ისეთი ადგილები სადაც შეიძლება იყოს გიორგი. მიტოვებული ქოხები რავიცი ათასი ადგილი არის და რაც მეტი მოვძებნით სხვადასხვა ადგილებში დროსაც მოვიგებთ და უფრო მივუახლოვდებით გიორგის პოვნას. გვჯერა რო ცოცხალია და გვჯერა რო მალე დაგვიბრუნდება. მადლობა გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის", - წერდა ლუკა ლომჯარია ,,ფეისბუქში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე