რეზონანსი
22.06.2020

ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს თანადგომისა და გამხენევბისთვის მადლობას უხდის.

"უამრავი ადამიანის კეთილი სურვილებით, კარგად ვიქნები.

ძალიან ბევრ წერილს ვიღებ, ნაცნობებისგან და კიდევ უფრო ბევრს, უცხო ადამიანებისგან. ყველა, ერთმანეთზე უფრო თბილი, ტკბილი და სიყვარულით სავსე.

თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ, როგორ მაბედნიერებს თითოეული თქვენი იმედიანი სიტყვა და სურვილი.

როგორი დიდი ბედნიერებაა, როცა ამდენი ადამიანი გამხნევებს, გლოცავს და ასეთ ზღვა სიყვარულს გიგზავნის!!!

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელაც კი გაეფიქრა ჩემზე და კეთილი აურა გამომიგზავნა

უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს, თქვენთან ერთად კი ძალიან ადვილად და სწრაფად გადავლახავ ყველაფერს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მიყვარხართ" - წერს ჟორდანია.

ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. მან ქიმიოთერაპიის კურსი ისრაელში გაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×