რეზონანსი
26.06.2020

ბიძინა ივანიშვილის დახმარება აღარ გვაქვს. ნელ-ნელა შემცირდა. 2013 წელს მე პირადად მქონდა 105 ლარი, შემდეგ გამიხდა 90 ლარი, შემდეგ 24 ლარი და მერე საერთოდ გაქრა, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ბესო ზანგური "ალიასთან" აკეთებს.

კითხვაზე იცის თუ არა ამის შესახებ ივანიშვილმა? მსახიობი პასუხობს, რომ "არ არსებობს არც ერთი ბატონი, რომელმაც ზედმიწევნით სრულად არ იცის, რა ხდება მის სამფლობელოში"

"გადაანაწილეს პენსიებზე, მაგრამ რა გვქონდა საცოდავ მსახიობებს იმდენი, რომ ჩვენი კაპიკების მოხსნა პენსიონრებს დაეხმარებოდა, არ ვიცი", - თქვა მსახიობმა.

მსახიობი აცხადებს, რომ არჩევნებზე ხმას მაინც "ქართულ ოცნებას" მისცემს, რადგან „ოცნებამ დიდი ტვირთი და ბოროტება მოაცილა საქართველოს და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს".

"ყველა არჩევნებზე გვერდით ვედექი და მთელი საქართველო მართლა ფეხით მოვიარე - მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დამიფასა ეს სიარული და ეს დაფასება ისაა, რომ ქვეყანას ემსახურებიან უანგაროდ, ესენი არიან, გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დაუკარგო თავისი ღვაწლი?".

რამდენიმე ხნის წინ მსახიობმა ფეისბუქზე დაწერა, რომ 5 შვილთან ერთად ქუჩაში რჩებოდა.

"ჩემი მხრებით, ჩემი შრომით, მხოლოდ მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით ამ პრობლემის მოგვარება. არავინ არ დამეხმარა. ქუჩაში ვრჩებოდი 5 შვილით, ნელ-ნელა გამოვძვერი ამ პრობლემიდანაც. ახლა ვაგვარებთ, სიმართლე რომ გითხრათ. ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა რობერტ სტურუა, ყოველთვის ჩემ გვერდზე იდგა კახა კალაძე და ყოველთვის ჩემ გვერდზე იდგა ჩემი მეუღლე, სხვა არავინ", - განაცხადა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×