ია აბულაშვილი
26.06.2020

სვიფის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მესტიაში, სოფელ სვიფში მდებარეობს მე-10 საუკუნეში აუგიათ. ეკლესიას აქვს ძველი ხის მოჩუქურთმებული კარი, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის მოხუტულობა კი რომელიც ფრაგმენტულად დღესაც შემიორჩენილია, ქართული კედლის მხატვრობის უნიკალრ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესიის ფრესკები მე-11 მე-14 საუკუნეშია შესრულებული, ფასადი მოხატულია ძველი აღთქმის და სამები სცენებითა და წმინდა მხედრების გამოსახულებებით.

საკურთხევლის ფასადში ფრგამნეტულად შეორჩენილია "ვედრების" კომპოზიცია, ღვთისმშობელის და წმინდა იოანეს ფიგურებით. კონქვეშ, გამოსახულია მოციქულთა მონუმენტური ფიგურები. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი, დასავლეთ კედელზე წმინდა თევდორე.

სვიფის ეკლესიის მოხატულობიდან ყველაზე კარგად არის შეორჩენილი ორი უცნობი მამამკაცის ფიგურა, ორივე მათგანს გვირგვინი ადგას თავზე, ერთს ხელში თასი უჭირავს, მეორეს კი ჯვარი. ტაძრის გუმბათზე კი გამოსაუხლია მახარობელთა ფიგურები.

სვიფის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ასევე ცნობილი იყო. მრავალი ბეჭდური თუ ფერწერული ხატების უძვეელესი კოლექციით. მათ შორის გამორჩეულია, მე-11 მე-12 საუკუნის მიჯნაზე შექმნილი ქართული საეკლესიო ხელოვნების უიშვიათესი ნიმუში ჯვარცმის ხატი. მეცნიერთა აზრით, ეს ხატი არის ანალოგი სინას მთაზე, ეკატერინეს მონასტრში დაცული ჯვარცმის ხატისა.

სვიფის ეკლესიაში ჯვარცმის ხატი ცხუმიდან მოხვდა. ხატის ოქროს ფონზე გამოსახულია სამფიგურიანი სცენა, რომელსაც ჯვრის ძელის ზემოთ მფრინავი ანგელოზების ნახევარფიგურები ახლავს. ხატზე მთელი ფიგურით გამოსაულია მაცხოვარი; ქრისტეს ფიგურას თხელი ქსოვილი (არდაგი) ფარავს. ხატზე ასევე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელსაც აცვია მაფორი. და წმინდა იოანე, რომელსაც თხელი ქსოვილის სამოსი აცვია, ანტიკური იერით. ეს ხატი დღეს მესტიის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×