რეზონანსი
26.06.2020

„მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ისრების გადაწევა თინეიჯერების ძველბიჭურ მენტალიტეტზე და ამის გამო მომხდარ შაქარაშვილის ტრაგედიაზე, ნარატივის სახელისუფლებო კალაპოტია. არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა. მთავარი და საშინელი - გაგრძელებაა.

შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა. დიახ, ქურდული მენტალობის და გავლენების, და დიახ, გავლენიანი მფარველების მქონეთ.

ვინ და როგორ, რატომ არ ვიცოდით დღემდე არაფერი, რატომ მოხდა დაკავებები მხოლოდ დღეს ამდენი მძიმედ დაზარალებულის და ერთი გარდაცვლილის საქმეზე, რაში სჭირდება სიკვდილის მიზეზის დადგენას აგერ უკვე ათი დღე", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×