რეზონანსი
27.06.2020

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „მთავარ" არხს აკრიტიკებს.

„მთავარი არხი • Mtavari Arkhi ამ უმძიმესი ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერა არ გამოგივათ, არ გაგივათ ეს მზაკვრული და უბინძურესი ჩანაფიქრი! არავინ ჭამს მაგას, მაგრამ ოდნავ მაინც ხო უნდა გიტყდებოდეთ რამის, ყარხართ უკვე.

გვაგინებთ, გვლანძღავთ, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეში - ღვინოში ჩაგვიფსით, ბავშვთა პორნოგრაფია გვაყურებინეთ, შვილის სიკვდილით გამწარებული მშობლების კადრებს ექსკლუზივი უწოდეთ და გვაჩვენეთ, საკმარისი არ იყო?

ახლა შესაძლო მკვლელების ბერა ივანიშვილთან კავშირზე გვიყვებით, თან ამ უმძიმეს ბრალდებას ერთი ფაქტითაც ვერ ამყარებთ. ყველანაირი მორალური ზღვარი გადალახეთ უკვე.

Gigla Tumanishvili რასაც დაგიწერენ ყველაფერი კი არ უნდა წაიკითხო, იკადრო კაცმა. სირცხვილია, სირცხვილი."- წერს სამოქალაქო აქტივისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×