
სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ქრისტინე ლომიძე წერს, რომ თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბის მეტროსთან გადაღებულ კადრებში ფიგურირებს მამამისს ეკუთვნის. იგი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს და თბილისში ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის, რაც კადრებზეა მითითებული:
"დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ "მთავარი არხის" რეპორტაჟი. კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ "სკანდალურ" დეტალებზე საუბრობს. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.
სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე. ის, რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება.
ეს "მარრშუტკა" ეკუთვნის მამაჩემს. ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ იგი მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისსში.
მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია ბატობნმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის "გვამის გადამზიდად". მსგავსი ცილისწამება სცდება აბსოლუტურად ყველა ზღვარს.
რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შეხებბა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება.
ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში. ეს ბიჭი პირველი არ არის ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს, უარს არ ეუბნება. ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.
აბსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს. თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული" - წერს ქრისტინე ლომიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე