
ჟურნალისტი ავთო დვალიშვილი გიორგი შქაქარაშვილზე პედაგოგის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
მიუხედავად იმისა ლია ჩხენკელი პედაგოგი აღარაა და როგორც თავად ამბობს სიტყვები აერია „უწიგნურის“ ნაცვლად „უწყინარი“ უნდა დაეწერა, საზოგადოებამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.
„წინააღმდეგი ვარ ადამიანების ჩაქოლვის, არც ვაპირებ ამის გაკეთებას, თუმცა ქალბატონს, რომელმაც შაქარაშვილს უწიგნური უწოდა და გვისაყვედურა, რა ამბავი ატეხეთო, აუცილებლად უნდა ვუთხრათ: ქალბატონო, თქვენ არც ერთ პროფესიაში არ ივარგებთ, რადგან, როგორც ჩანს, ადამიანურ თვისებებში გაქვთ პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა, პედაგოგი ხართ თუ ზეინკალი, მაგრამ ზეინკლად თუ არ ივარგებთ, არა უშავს. აი, თუ პედაგოგი ხართ, ძალიან ცუდი. ძალიან... ესე იგი შესაძლოა, თუნდაც ერთ მოზარდს გადაეცით თქვენი იდეოლოგია და ვინ იცის ახლა თქვენი გაზრდილი მოწაფე სადაა ან როგორააა“, - წერს დვალიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე