გვანცა წულაია 01.10.2020
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა მკვერი მერყეობით გამოირჩევა. ძლივს გამყარებულმა ლარმა მოულოდნელად ისევ გაუფასურებისკენ აიღო გეზი. მოკლევადიან პერიოდში კურსის მკვეთრად რყევა, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს, უფრო მეტად აზარალებს და ახალი გამოწვევების წინაშე ამყოფებს. ბიზნესმენები კატეგორიულად ითხოვენ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობას.
|
ირაკლი ლომიძე 01.10.2020
პურის ფასი არ შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ მთავრობის აქტიური ჩარევით შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობა ძირითადი პროდუქტის გაძვირებისგან იხსნეს. ცხადია, რომ ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების შემდეგ, როცა ისედაც ყველაფერი ძვირდება, ქვეყნის მთავარ სოციალურ პროდუქტზე ფასის ზრდა დიდ პრობლემას შექმნიდა, თუმცა ეს საფრთხე დღესდღეობით განეიტრალებულია. მთავრობა დაიდო არაოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყველა შესაძლო სცენარის ფასად პურის ღირებულება შენარჩუნდება.
|
რეზონანსი 30.09.2020
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ აღმოჩნდა, ბაზარზე კი მან ცრუ მოლოდინი შექმნა და ბინები გააძვირა. ამის გამო უძრავი ქონების რეალიზაცია შეფერხდა. ახლა ბაზარი ძალებს ხელახლა იკრეფს. დღესდღეობით ბინების (ძირითადად, ძველი აშენებული) ღირებულება 10%-ით შემცირდა, სამაგიეროდ, მოთხოვნა გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.
|
გვანცა წულაია 30.09.2020
კორონავირუსის პანდემიამ ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, ყოველთვე რეცესია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ქვეყნის მშპ-მა 5,3%-ით იკლო. მართალია, 2021 წლიდან მატებაა მოსალოდნელი, თუმცა სფეროს სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას გაცოცხლებისვის 2 წელი მაინც დასჭირდება.
|
გვანცა წულაია 29.09.2020
საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბლის ფასი მუდმივად მატულობს. მიუხედავად ამისა, მთავრობისგან ისმის დაპირება, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება. დღეს არსებული რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ქვეყანა, რომელიც ჩამოკიდებულია იმპორტზე, შედარებით იაფი მარაგის ამოწურვის შემდეგ, გაძვირებულ ხორბალს შეიძენს, რაც წარმოებას პრობლემებს შეუქმნის.
|
გვანცა წულაია 29.09.2020
ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად გამყარება დაიწყო. დიდი გაუფასურების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ქართული ფული სწრაფად მყარდება. დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, სადაც დღე ლარმა 3.2650-იანი ნიშნულით დაასრულა.
|
ნინა გარდაფხაძე 29.09.2020
საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარია გამოყოფილი. მან წარმატებული სტარტი აიღო და უკვე გადამუშავებულია 7 400 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. რაც ყველაზე მთავარია, მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან როგორც ფერმერები, ასევე გადამამუშავებელი საწარმოები.
|
ირაკლი ლომიძე 28.09.2020
ეპიდემიის გამო განადგურებული ბიზნესი სასესხო ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს. ახლა, როცა საშეღავათო პერიოდი დასრულდა და შეჩერებული პროცენტების გადახდის დრო დგება, ბიზესს უკვე ამ ვალდებულების გასამკლავებლად რესურსი არ ყოფნის. განსაკუთრებით იმ ნაწილს უჭირს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი. რასაკვირველია უჭირთ რიგით ადამიანებსაც, რადგან განკარგვადი შემოსავალი უმცირდებათ და სულ უფრო ნაკლები რჩებათ საარსებოდ თუ ვალდებულების შესასრულებლად.
|
თამარ მუკბანიანი 28.09.2020
,,სილქნეტმა” პანდემიის მეორე ტალღის წინ 50-მდე დასაქმებული გაათავისუფლა. მიზეზი - თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მატების მოთხოვნა იყო. კომპანიაში კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, გათავისუფლებულები კი გაუსაძლის პირობებზე და სამსახურიდან გაშვების შემდეგ ხელმძღვანელთა მხრიდან შეურახყოფაზე ჰყვებიან.
|
ირაკლი ლომიძე 28.09.2020
მიმდინარე წელს დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიაა, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკმაოდ აქტიურად ჩატარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ დიზელის საწვავის ზრდა ძირითადად ამ ფაქტორით არის გამოწვეული.
|
ნინა გარდაფხაძე 25.09.2020
ლარის მკვეთრი და შეუქცევადი გაუფასურების გამო, რამდენიმე დღეში ფასი გაიზრდება საწვავზეც. სხვა ყველა იმპორტირებულ საქონელთან ერთად, გაძვირებას ნავთობპროდუქტებზეც პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზრებზე შავი ოქროს ფასი ახლაც მცირდება, ეს გაცილებით ნაკლები მასშტაბის პროცესია, ვიდრე ლარის გაუფასურება.
|
თამარ ვეფხვაძე 25.09.2020
კომპანია "ვისოლი" აგრძელებს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. ამჯერად, „ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|