ნათია ლომიძე 04.02.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივად გათავისუფლების მასშტაბები იზრდება. საჯარო თუ კერძო სექტორებიდან რამდენიმე ათასი მოხელეა გათავისუფლებული. როგორც ჩანს, ეს დასასრული არ არის და ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების სერია კვლავ გაგრძელდება. პროფკავშირების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებენ და ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 03.02.2017
თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებულ პარლამენტში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო პროექტები განიხილეს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დავით სონღულაშვილის კანონროექტს დაუჭირა, რომელიც, გარემოსდამცველთა თქმით, თბილისის ტერიტორიაზე ხეების ჭრას ამარტივებს.
|
ნათია ლომიძე 03.02.2017
თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობა აღარ გაძვირდება. საწვავის ღირებულების მომატების მიუხედავად, "თბილისის მიკროავტობუსი" დღეს მოქმედ სამგზავრო ტარიფს შეინარჩუნებს. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები არსებულ სიტუაციას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ თუკი ნავთობპროდუქტების გაძვირება მომავალშიც გაგრძელდება, ყვითელ "მარშრუტკებში" მგზავრობის ღირებულების შენარჩუნება ძალიან გაჭირდება.
|
ნათია ლომიძე 03.02.2017
საქართველოში თხევად საწვავზე ფასი ყოველ კვირა იზრდება. არსებობს საფრთხე, რომ მალე ავტოგაზიც გაძვირდეს. ამას ადასტურებენ ავტოგაზგასამართი სადგურების მფლობელები - თუკი ლარი კიდევ გაუფასურდა, ბუნებრივი აირის ღირებულება აუცილებლად მოიმატებს.
|
სოფო ჩხიკვაძე 03.02.2017
ახალგაზრდების უმეტესობა განტვირთვის საშუალებად ბარებში და კაფეებში სიარულს მიიჩნევს. თბილისში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც შესაძლებელია, მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო დრო გაატარო. ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც დღის მეორე ნახევარში ბარ-რესტორნებში თავისუფალი ადგილის პოვნა შეუძლებელი იყო, ახლა კი პირიქითაა. ბოლო რამდენიმე კვირაა გასართობი ადგილები მომხმარებლის ნაკლებობას განიცდის. ამ ყველაფერს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზის უკავშირებენ.
|
ნინო ქეთელაური 03.02.2017
სპეციალისტები "ბავშვთა სამყაროს" შენობის დემონატაჟისთვის ემზადებიან. მათი დასკვნით, კონსტრუქცია ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოვაჭრეები კი, დემონტაჟამდე შენობაში შეშვებასა და საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას მთელი დღის განმავლოაბში ითხოვდნენ, რაც, ინჟინრების აზრით, სიცოცხლისთვის სახიფათოა.
|
ია აბულაშვილი 03.02.2017
ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, თბილისის ბაღების ისტორია 300-მდე ბაღს ითვლიდა და წლების წინ ჩვენს დედაქალაქს დაახლოებით 600 ჰექტარი მწვანე საფარი ჰქონია. დღევანდელ სტატიაში მკითხველს თავს არ შევაწყენთ სტატისტიკური მონაცმებით, თუ რამდენი ჰექტარი დაგვრჩა მწვანე საფარი, მხოლოდ თბილისის ერთ ძველ და უნიკალურ ორთაჭალის ბაღებს გავიხსენებთ, ცნობილს თავისი დუქნებით, აბანოებით, სასტუმრობით, ქალაქური პურმარილით, ბოსტნეულით, რომელიც ყოვლ სისხამ დილით გოდორაკიდებული ვირებით მოჰქონდათ ქალაქის ბაზრებში. ორთაჭალაში დაჭერილი და "ორთაჭალურად" დამზადებული თევზით.
|
ია აბულაშვილი 03.02.2017
"ვიცხოვრე ისე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შეიძლებოდა ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არის, ეს "უკეთესი" როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება ახალს ვერაფერს ვიზამ - ვიცხოვრებ, როგორც ვიცხოვრე" - ეს სიტყვები ეკუთვნის ჭაბუა ამირეჯიბს, ადმიანს, რომელმაც ჩვენს თაობას "დათა თუთაშხია" აჩუქა.
|
თეო გუდავაძე 02.02.2017
ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ხელნაკეთი ნივთები. ეს ერთგვარი ახალი ტენდენციაა, რომელსაც საზოგადოება საკმაოდ დადებითად შეხვდა და ამიტომ მოთხოვნაც დიდია. ინტერნეტ სივრცეში ხშირად შეხვდებით ვებ-გვერდებს, სხვადასხვა დასახელებით, სადაც განთავსებულია ნაირგვარი ხელნაკეთი ნივთები. მისი რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო დროს გამოკვეთილად აქტუალურია ხის ნივთები: ჩარჩოები, ნაძვის ხეები, დეკორატიული ხის საათები, თოჯინები, ოთახის დეკორი, ჭიქები, თეფშები და სხვა.
|
რეზონანსი 02.02.2017
წიგნის გავლენა ადამიანის გონებრივ და სულიერ სამყაროზე მრავალგზის დამტკიცებული ფაქტია, ამიტომ ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.
|
ია აბულაშვილი 02.02.2017
ქართულმა ისტორიოგრაფიამ პატარა თუ დიდი ომების შესახებ არაერთი უნიკალური მასალა შემოგვინახა, რომელიც ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩაეტევა, ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი და მასშტაბური ბრძოლებიდან, რამდენიმე საინტერსო მასალას, სადაც განსაკუთრებით ჩანს ქართველი მეფეების თუ მთავარსარდლების ნიჭი და საბრძოლო ტაქტიკა, ასევე ქართველ მეომართა შემართება და თავდადება.
|
ია აბულაშვილი 02.02.2017
როგორ შეცვლა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი საუკუნის წინ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ამის შესახებ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბი გვინდ გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|