თამარ მუკბანიანი
19.12.2017

 საქართველოში გააქტიურდა საუბარი ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში მოთამაშე ადამიანთა ბაზების შექმნაზე, რომლითაც საბანკო სექტორი ისარგებლებს. შეიძლება თავგადაკლულ "მოთამაშეს" საკრედიტო ორგანიზაციებმა სესხი აღარ დაუმტკიცონ, რადგან ამით ისინი საკუთარ თავსა და ოჯახს აკოტრებენ. გამართული ბაზა, ერთი მხრივ, დაიცავს მოთამაშეებსა და მათი ოჯახის წევრებს შემდგომი პრობლემებისაგან (რასაც მათ საკრედიტო ვალდებულებები უქმნით), ხოლო, მეორე მხრივ, დააზღვევს ბანკს რისკისგან, რომ მოთამაშემ ვერ შეძლოს თანხის დაბრუნება.

მამუკა ნაცვალაძე
18.12.2017

 ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის დასაწყისში ბერძენ-სპარსელთა ომები აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების პირველი პრეცედენტია. ორი სრულიად განსხვავებული სამყარო სწორედ აქედან იწყებს უშეღავათო და მარადიულ შერკინებას, მსოფლიო ისტორიას წითელ ზოლად რომ მოჰყვება დღემდე.

ია აბულაშვილი
18.12.2017

 "ჩემო პატარა გუგულო,

პატარა მატარებელო,

მთელი ბორჯომის ხეობის

გულის გამხარებელო."

ეს საბავშვო ლექსი ალბათ არავის დაავიწყდება, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია ბორჯომ-ბაკურიანის ულამაზეს ხეობაში "კუკუშკით", იმ "კუკუშკით", რომელიც საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

გიორგი გაჩეჩილაძე
16.12.2017

 ამჟამინდელ ახალგაზრდებს წარსულის თანამემამულე მწერლებსა და ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ. სამწუხაროდ, მრავალი მათგანი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, არადა, მათი გამოცდილება და ცოდნა დღევანდელ თაობებს როგორ წაადგებოდა.

მამუკა ნაცვალაძე
16.12.2017

 სპარტა, მისი განუმეორებელი ცხოვრების წესითა და ადათით, დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს. ლეგენდარული მეფე ლეონიდასის სახელი დღეს განათლებასთან მეტ-ნაკლებად წილნაყარი ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. ლეონიდასმა ერთი ბრძოლით, აქემენიდებთან დაპირისპირებით წარუშლელი ფურცელი ჩაწერა მსოფლიო ისტორიაში.

ია აბულაშვილი
16.12.2017

 როგორც ისტორიკოსი დავით ხოშტარია ამბობს, თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომელიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს და თავის წიგნში "ძველი თბილისის სასტუმროები" იმ ევროპელების შესახებ მოგვითხრობს, ვინც პირველებმა გახსნეს სასტუმროები ჩვენს ულამაზეს ქალაქში.

მარი ჩიტაია
15.12.2017

 საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა შეადგენს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გასაჭირი, სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებელი მსოფლიოში კატასტროფულ მასშტაბს აღწევს. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა აშკარად კრიტიკულია. თუკი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოსთვის ყველაზე მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს შორის სხვაობა იყო დაახლოებით ხუთჯერადი, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17-18-ჯერ მეტია. მარტო ფულად შემოსავალს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაღალშემოსავლიანი სეგმენტი 27-28-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2017

 საბავშვო ბაღები მშობლებს ზეიმზე დასწრებას უკრძალავენ

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2017

 მოზარდებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე შეზღუდვა ისევ არ არსებობს. ფეთქებადი მაშხალები, რომელთაც არაერთხელ შეუქმნიათ ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხე, კვლავ უკონტროლოდ იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერი ასაკის მოზარდს თავისუფლად შეუძლია.

თამარ მუკბანიანი
14.12.2017

 პიროტექნიკის გაყიდვის დაურეგულირებლობა მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. ხალხი ითხოვს, თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი ბოლოს და ბოლოს კონტროლს დაექვემდებაროს. არსებობდა პეტიციაც, რომლის ხელმომწერებიც პარლამენტს ამ საშიში სათამაშოს გაყიდვაზე სპეციალური ნორმის შემოღებას სთხოვდნენ, თუმცა შარშანდელი საახალწლო ეიფორიის ჩავლის შემდეგ ეს პრობლემა ყველას გადაავიწყდა. ამჯერად, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, კვლავ აქტუალური გახდა თემა, რატომ იყიდება ფეთქებადსაშიში პროდუქცია ბავშვებზე და რატომ არ არის მათზე დატანილი ქართული ინსტრუქცია.

თეო გუდავაძე
14.12.2017

 საქართველოში სახლში საკვების მომზადების ტრადიცია ჯერ კიდევ მყარია. მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად ახლაც ასე იკვებება. "ეისითის" კვლევის შედეგადაც დადგინდა, საქართველოში მცხოვრები ოჯახებიდან უმეტესი ნაწილი, 65%, სახლში დამზადებულ საჭმელს ანიჭებს უპირატესობას. სწრაფი კვების ობიექტებისა თუ კაფე-რესტორნების მომრავლებამ ქართველების ცხოვრების წესი დიდად ვერ შეცვალა. ასევე დადგინდა, რომ ჩვენთან საკვების გამოძახების სერვისიც ნაკლებად პოპულარულია.

ია აბულაშვილი
14.12.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×