სალომე სარიშვილი 16.11.2016
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ელემენტის ამ ნუსხაში შეტანის ინიციატორი კი ფოლკლორის ეროვნული ცენტრია. როგორც "რეზონანსს" ძეგლთა დაცვის სააგენტოში განუცხადეს, რიტუალი თავისი მნიშვნელობითა და დატვირთვით მეტად საინტერესო და გამორჩეულია, თუმცა უკვე მივიწყებისა და დაკარგვის საშიშროების წინაშე მდგარი.
|
სალომე სარიშვილი 04.11.2016
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვიპროსში დაზვერვით-არქეოლოგიურ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ეს შეთანხმება მხარეთა შორის ერთწლიანი მოლაპარაკების შემდგომ შედგა, რაც ნიშნავს, რომ კვიპროსში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის - ღალიის სამონასტრო კომპლექსისა და აღმოჩენილი ტაძრების გარდა, შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვარიც გამოვლინდეს.
|
სალომე სარიშვილი 01.11.2016
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის განათლების სამინისტროში აფხაზური ენის დღე აღინიშნა, სადაც, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის გარდა, ცნობილი ჟურნალისტის, ნინო მიქიაშვილის წიგნის - "მერაბ კოსტავა" პრეზენტაცია შედგა. წიგნი ბიოგრაფიული ჟანრისაა და იგი მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.
|
ვასო კაპანაძე 21.10.2016
ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა სახელგანთქმული, საქართველოს ესტუმრა. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. "თავისებური შეგრძნებაა - ეს არის დაბრუნება იქ, სადაც თითქოს არასდროს ვყოფილვარ. საქართველოში გავატარე ჩემი ცხოვრების პირველი თვე," - ამბობს მწერალი.
|
სალომე სარიშვილი 20.10.2016
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ იშხანში თურქმა სპეციალისტებმა უნიკალურ იატაკს მიაკვლიეს. სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლენილი იატაკი სავარაუდოდ ტაძრის თანადროულია, ანუ მე-11 საუკუნისაა, თუმცა გარდა ამისა, იშხანში სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებიც აღმოჩნდა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, სპეციალური ჯგუფი თურქეთში ვიზიტს უკვე გეგმავს, რისთვისაც ახლა თურქული მხარის დასტურს ელოდებიან. ამბობენ, რომ მეტ დეტალებს საზოგადოებასა და მედიას სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მიაწვდიან.
|
სალომე სარიშვილი 19.10.2016
ძვ.წ.აღ-ის XIII საუკუნის ნაქალაქარი, სვეტებიანი დარბაზის ნაშთითა და მოკირწყლული მოედნით, ბრინჯაოს საკინძი და თიხის ჭურჭელი - ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი იმ ღირებული კულტურული მასალისა, რომელსაც არქეოლოგიურმა ექსპედიციამ წლევანდელი გათხრებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდნაურის არქეოლოგიურ ველზე გამოავლინა.
|
სალომე სარიშვილი 05.09.2016
|
ია აბულაშვილი 31.08.2016
სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის ისტორიის და დადიანების უნიკალური ექსპონატების შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც შეთვავაზებთ ამ ქალაქისა და მისი უნიკალური განძის შესახებ.
|
სალომე სარიშვილი 10.08.2016
რამდენიმე დღის წინ რუსულმა ტელეარხმა "რასია კულტურამ" ნიკო ფიროსმანის ტილოების შესახებ ორწუთიანი სიუჟეტი მოამზადა. ამ ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა დასავლეთ ციმბირის ქალაქ ომსკში, რუსი ფერმწერის, მიხაილ ვრუბელის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ფიროსმანის 19 ტილო გადასცა.
|
ია აბულაშვილი 04.08.2016
გუშინ მოსკოვის ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალეს საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი. იმ ადგილას დაკრძალვა თავად მწერლის სურვილი იყო, მის მშობლიურ აფხაზეთში კი 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. მამით ირანელი და დედით აფხაზი ფაზილ ისკანდერი მოსკოვში 31 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვლა.
|
ელზა პაპოშვილი 27.07.2016
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობების რამდენიმედღიანი პროტესტი, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა. გუშინ, ოპერის თეატრის ინფორმაციით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ, კულტურის მინისტრის მოწოდების შემდეგ, განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი კი თავად მინისტრმა გაათავისუფლა.
|
ლელა ოჩიაური 16.07.2016
რამდენიმე დღეში ფოთში რეგიონული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მისი დაარსების იდეა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ეკუთვნის, რომელმაც თანამოზრეების პატარა ჯგუფთან ერთად, შარშან პირველი და წარმატებული ფესტივალი ჩაატარა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|