ნინო ქეთელაური 14.11.2017
უკრაინაში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კორუფციული სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი რეზონანსული აღმოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის შვილისა და მის მოადგილის წინააღმდეგ აღძრული საქმე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით.
|
ეკატერინე ბასილაია 13.11.2017
შესაძლოა, უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო მისია შევიდეს, თან საუბარია, რომ აშშ-ის გეგმაა, ამ საერთაშორისო მისიით 20 000 მშვიდობისმყოფელი გაიგზავნოს, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისა და დასავლეთის სურვილი, მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვართან განლაგდნენ და არა უშუალოდ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და უკრაინის დანარჩენ ნაწილს შორის. კრემლში ამაზე დათანხმებას გამორიცხავენ.
|
გიორგი გაჩეჩილაძე 13.11.2017
2016 წლის დეკემბერში რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რამდენიმე პიროვნება დააკავა, რომლებსაც ბრალად აშშ-ის დაზვერვისათვის საიდუმლო მასალების გადაცემა წაუყენეს. ამის გარდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებულთა ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში რუსი მაღალჩინოსნების პირადი მიმოწერისა და პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებულ ფაქტებს აქვეყნებდნენ.
|
ნინო ქეთელაური 07.11.2017
ბელგიის სასამართლომ ათსაათიანი მსჯელობის შემდეგ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
|
გიორგი გაჩეჩილაძე 06.11.2017
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთი არაოფიციალურ სამხედრო დანაყოფებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება. ასეთი ჯგუფები ადრე მოქმედებდნენ უკრაინაში, ახლა კი აქტიურად არიან ჩართული სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
|
თიკო ოსმანოვა 02.11.2017
"ამ ქვეყანაში 1999 წლის შემდეგ ავკრძალეთ სიკვდილით დასჯა და გამოვიდა, რომ ეს ახალგაზრდა არის სიკვდილით დასჯილი. ყოველი ასეთი ფაქტი ძალიან დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მივიღოთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 02.11.2017
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩვენების მისაცემად დაიბარა. თუმცა, ადვოკატის თქმით, პუჩდემონი სასამართლოზე მისვლას არ აპირებს და იგი მოვლენებს შორიდან დააკვირდება.
|
თიკო ოსმანოვა 01.11.2017
ბოლო 5 თვეში წყვილზე ეს უკვე მეორე თავდასხმა იყო და უკრაინელი მებრძოლი ქალისთვის საბედისწრო აღმოჩნდა. ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ცოლი და დონბასის ომის ვეტერანი ამინა ოკუევა მეუღლესთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს. ქმარი, ადამ ოსმაევი, რომელიც ადრე პუტინზე თავდასხმის მომზადებაში იყო ეჭვმიტანილი, გადარჩა, ცოლი ადგილზე დაიღუპა. ქმარი, ადამ ოსმაევი, რუსულ კვალზე საუბრობს.
|
ნინო ქეთელაური 01.11.2017
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროს პოლ მანაფორტისა და მის საქმიან პარტნიორს, ბიზნესმენ რიკ გეითსს შინაპატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, გირაოს სანაცვლოდ მანაფორტს 10 მილიონი, ხოლო გეითსს 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რომლის გამოძიებისას მანაფორტის 12 ბრალდება წაუყენეს.
|
ნინო ქეთელაური 31.10.2017
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტის და მის საქმიან პარტნიორს, ბიზნესმენ რიკ გეითსს შინაპატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, გირაოს სანაცვლოდ მანაფორტის 10, ხოლო გეითსს 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რომლის გამოძიებისასაც მანაფორტის 12 ბრალდება წაუყენეს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.10.2017
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, მთელ კატალონიაში სახელმწიფი უწყებებიდან ესპანეთის დროშების ჩამოხსნა დაიწყეს. საპასუხოდ კი ესპანეთის სენატმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა, მათი პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი რეგიონული არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა. ორშაბათს ესპანეთის გენპროკურატურა კატალონიის მთავრობისა და დეპუტატების წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რაც 30 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.10.2017
დღევანდელი დღე, შესაძლოა, კატალონიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. დღეს ესპანეთის სენატში საგანგებო კენჭისყრა იმართება, სადაც კატალონიის ავტონომიის დროებით გაუქმება და კატალონიის რეგიონული ჟენერალიტეტისა (მთავრობის) და პარლამენტის დათხოვნა მოხდება, ასევე, 6 თვის განმავლობაში ვადამდელი არჩევნებიც გამოცხადდება. საპასუხოდ კი, კატალონიის მთავრობის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მან ავტონომიის პარლამენტს მოუწოდა, ესპანეთიდან გამოყოფა ოფიციალურად გამოაცხადოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|