თაკო მათეშვილი
15.11.2016

 ევროპაში ნატოს ალტერნატიული სამხედრო ალიანსის შექმნაზე ალაპარაკდნენ, რომლის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან. საქართველოში ინიციატივას აშშ-ს არჩევნების გამოძახილად აფასებენ და ამბობენ, რომ ევროპამ დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ - ნატოს დაფინანსების შემცირების თაობაზე, თადარიგის დაჭერა დაიწყო, რათა უეცრად დაუცველი არ აღმოჩნდეს.

ეკატერინე ბასილაია
15.11.2016

 ოდესის გუბერნატორობიდან პოროშენკოს წინააღმდეგ ოპოზიციაში ხმაურიანი გადასვლის შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა ვარაუდები იმაზე, რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს და რომ შესაძლოა მას ან უკრაინის დატოვება მოუწიოს, ან არც თუ შორეულ მომავალში, საქართველოში, ან უკრაინაში პატიმრობაში აღმოჩნდეს.

ვახტანგ შამუგია
15.11.2016

 მოლდოვის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკური ვექტორის კურსს იცვლის - ამის თქმის საფუძველს საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტოლოგებსა და ანალიტიკოსებს 13 ნოემბერს, ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი აძლევს.

ნინო ომანაძე
11.11.2016

 უკვე რამდენიმე დღეა უკრაინული და რუსული მედია, აქტიურად განიხილავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და მისი შემდგომი პოლიტიკური მომავლის საკითხს.

ვახტანგ შამუგია
10.11.2016

  ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩეულია ბიზნესმენი და მილიარდერი დონალდ ტრამპი. ის არაერთი სკანდალური, რეზონანსული თუ კურიოზული გამონათქვამის ავტორია. პიარტექნოლოგებისა და პოლიტოლოგების ნაწილი მას "არასერიოზულ პიროვნებას" უწოდებდა და მის კონკურენტ, დემოკრატ ჰილარი კლინტონს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უქადდა, თუმცა შეცდნენ.

ნინო ქეთელაური
09.11.2016

 სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელი ხდება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები იქ მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავენ, რომ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა ამერიკის შეერთებულ შატატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეუძლია, კონფიქტში ცვლილებების დასაწყისად კი იანვრის თვეს მიიჩნევენ.

ნინო ქეთელაური
08.11.2016

 "უკრაინაში ის სერიოზული ოპოზიციური პროცესებისთვის ემზადება და არ არის გამორიცხული უკრაინაშივე დაიჭირონ", - ასე აფასებენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან და თვლიან, რომ მან ის გავლენაც დაკარგა, რაც აქამდე ჰქონდა, ამიტომ, საქართველოში პროცესების მართვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

თაკო მათეშვილი
07.11.2016

 ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და საქართველოში იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, რაც ხვალინდელ დღეს შეიძლება, მოჰყვეს. პოლიტოლოგები ამერიკული არჩევნების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და აცხადებენ, რომ მასზე საქართველოს ბედიც დიდწილადაა დამოკიდებული.

თიკო ოსმანოვა
05.11.2016

 სოციოლოგიური გამოკითხვებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონი მის კონკურენტს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს რამდენიმე პროცენტით უსწრებს. 8 ნოემბრის არჩევნების შედეგები მსოფლიო პოლიტიკისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
26.10.2016

 მიუხედავად ინტენსიური მოლაპარაკებებისა, ბელგიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვალონიის რეგიონალურ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა და ხვალისათვის, 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი კანადა-ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (სუეფ) უნდა გაფორმებულიყო, შესაძლებელია, არ გაიმართოს.

ნინო ქეთელაური
26.10.2016

 80-ზე მეტი უფლებადამცველისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის მოთხოვნით, რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში არჩევის უფლება არ უნდა მიეცეს. როგორც მათ მიერ შედგენილ პეტიციაშია ნათქვამი, ამის მიზეზი სირიაში რუსეთის ქმედებებია.

ნინო ქეთელაური
18.10.2016

 ბრიტანეთმა რუსული ტელეკომპანია "რაშა თუდეის" ანგარიშები დააყადაღა - ამის შესახებ ტელეკომპანიის მათვარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გადახედვასაც კი არ ექვემდებარება. ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას ქართველი ექპერტები რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. მათი თქმით, ამ წამოწყებას საქართველოც უნდა შეუერთდეს და რუსეთის პროპაგანდა მკაცრად გააკონტროლოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×