ელზა პაპოშვილი 10.10.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროპორციული სიები უკვე წარდგინა და საზოგადოებისთვის ცნობილია ვინ რა შემადგენლობით გადის არჩევნებზე. აქვე მნიშვნელოვანია ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს, როგორ და რა პრინციპით მოხდა სიების დაკომპლექტება და კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ პარტიები.
|
მარიკა ხორავა 10.10.2020
„ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" მოკავშირეები არიან გლდანში, მაგრამ ერთმანეთს უპირისპირდებიან ისანში. დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს პარასკევს გლდანში „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას წინასაარჩევნო შეხვედრაზე „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოჩენა და მისი მხრიდან მელიას ღიად მხარდაჭერა.
|
მარიკა ხორავა 10.10.2020
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში. „ყველა კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს", - განაცხადა ივანიშვილმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. წელს პროპორციულ არჩევნებზე 63% პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებელ ზღვარს წარმოადგენს. რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერ ამ რიცხვის დასახელება - უბრალო დამთხვევას, თუ ფარულ მინიშნებას „ქართული ოცნების" მოლოდინსა და გეგმებზე?
|
მარიკა ხორავა 10.10.2020
ორშაბათს კორონავირუსთან ბრძოლოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ინფიცირებულთაო რაოდენობის ზრდის ტემპების გამო „წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება პრაქტიკულად გარდაუვალია. ინფექციონისტები კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ თბილისის მასშტაბით ეს გულისხმოს შეზღუდვების დაწესებას კონკრეტულ უბნებში ან კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებში.
|
მარიკა ხორავა 10.10.2020
საქართველო მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყნას შორისაა, რომელსაც არცერთ მეზობელთან საზღვარი ბოლომდე დადგენილი არ აქვს. ჩვენ სადავო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან და სომხეთთან. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 2-ჯერ მეტი ტერიტორიები ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს - ამის შესახებ „რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 09.10.2020

არის თუ არა დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური კონტექსტი და რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ ეს თემა მაინც და მაინც არჩევნებს დაემთხვა. ზოგ ანალიტიკოსს კი მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პირიქით, ეშინია დაკავებული მეცნიერები არ ალაპარაკდნენ და არ თქვან, რომ მათ მითითება რუკების გადამალვის შესახებ ხელისუფლებისგან ჰქონდათ.
|
ქრისტინე კაპანაძე 09.10.2020
აზერბაიჯანის ინტერესებშია, რომ გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, რადგან ის წინ მიიწევს და ნელ-ნელა იბრუნებს ტერიტორიებს, სომხეთს კი სურს რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი და გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკება - რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, როგორ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და რას უნდა ველოდოთ უახლოს დღეებში, ამ საკითხებზე „რეზონანსს" სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, მოსკოვში დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დასრულდება თუ გაგრძელდება დაპირისპირება ორ მხარეს შორის.
|
ირაკლი ლომიძე 09.10.2020
რეგიონებში თხილის ფასმა 8-9 ლარს მიაღწია. ეს იმ შემთხვევაში, თუკი 100 გატეხილი თხილის გულიდან 80-85 საღი აღმოჩნდება. წლევანდელი მოსავალი კი, ძირითადად, საშუალო ხარისხისაა. გლეხები კმაყოფილნი არიან და ზამთარში კიდევ მეტად გაძვირებას ელიან.
|
ელზა პაპოშვილი 09.10.2020

დავით გარეჯის ირგვლივ დაწყებული სკანდალური საქმე გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებების სერია გაგრძელდეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეში მონაწილე სხვა პირების გამოვლენაც მოხდეს.
|
ქრისტინე კაპანაძე 09.10.2020
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების" რეიტინგი 63%-ს აღწევს, ექსპერტი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" აფასებს. მისი თქმით ივანიშვილის აღნიშნული განცხადება, ოპონენტების კრიტიკის პარალელურად საზოგადოების მანიპულირების ერთ-ერთი მთავარი ფორმაა.
|
მარიკა ხორავა 09.10.2020
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს 31 ოქტომბრის არჩევნებში და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. პარალელურად მიმდინარეობს მთიან ყარაბაღში კონფლიქტი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საპარლამენტო არჩევნებზე. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
|
ქრისტინე კაპანაძე 09.10.2020
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ყარაბაღის ომის დაბალანსება მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს შეუძლიათ. ისინი გარკვეულ პირობებზე უნდა შეთანხმდნენ და დაარწმუნონ დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაში, აცხადებს ყარაბაღის ომში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი პროგნოზით, ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაბალანსება სომხეთის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|