თიკო ოსმანოვა 10.06.2015 ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოქროპირიძეს, ახალი ბრალდების საფუძველზე პატიმრობის ვადა გაუგრძელა. მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა მას პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.
|
ლიკა ამირაშვილი 09.06.2015 საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2015 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება. მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის შეიცვლება, თუმცა, საარჩევნო რეფორმის ნაწილი 2016 წლის არჩევნებამდე განხორციელდება.
|
თაია არდოტელი 06.06.2015 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.
|
ლიკა ამირაშვილი 05.06.2015 საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კომპლექსიანი, ოროსანი, ბოღმა და უნიჭოა" - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 04.06.2015 საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა ქონების ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. ამ თემაზე გუშინ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ისაუბრა. მან დაასახელა კონკრეტული საქმეები, რომლებიც გაიხსნა.
|
ლიკა ამირაშვილი 03.06.2015 მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" გაიმართა. აქციის მთავარი მოწოდებაა "არ დაიჭირო". მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს ადამიანის დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეწევიან მარიხუანას. აქციის ორგანიზატორია "2 ივნისის მოძრაობა".
|
ლიკა ამირაშვილი 02.06.2015 ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, - ამის შესახებ ფეისბუკში ორგანიზაცია "2030" წერს.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2015 საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივ შემაჯამებელ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ისინი რეგიონულ პროპორციული სისტემის შემოღებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტსაც გადაეგზავნა.
|
სალომე სარიშვილი 30.05.2015 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან განცხადება გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, მისი შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
|
ლიკა ამირაშვილი 29.05.2015 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ ბრძანებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2015 საზოგადოება და პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატის წამოსვლის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდნენ. გუშინ დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარტია დატოვა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ "ნაციონალური მოძრაობა" დაეტოვებინათ.
|