ლიკა ამირაშვილი 15.04.2015 "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნის კონკურსის წესების დარღვევის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
|
ლიკა ამირაშვილი 13.04.2015 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესზე საუბრობს. უწმინდესი სათამაშო ბიზნესს "საშიშ და სერიოზულ პრობლემას" უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ "თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით".
|
ელზა პაპოშვილი 11.04.2015 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გიგლა აგულაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც შალვა აბულაძის დაკავება, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივების დადგენა.
|
ლიკა ამირაშვილი 10.04.2015 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
|
ლიკა ამირაშვილი 09.04.2015 მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 08.04.2015 იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთივე უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში, პოლიციელის უფლებამოსილებაში ცვლილებებია საჭირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მინისტრის თქმით, საუბარია უმნიშვნელო ცვლილებებზე.
|
ლიკა ამირაშვილი 07.04.2015 "მივმართავთ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დაიცავით პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
|
ქეთა ციცქიშვილი 06.04.2015 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი განცხადებები, შესაძლებელია, შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2015 თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის არშემდგარი შეთანხმების გარემოებების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
|
ლიკა ამირაშვილი 03.04.2015 ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია.
|
ლიკა ამირაშვილი 02.04.2015 ცუდია, რომ პრეზიდენტმა აირჩია მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
|
ლიკა ამირაშვილი 01.04.2015 გუშინ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტი ერთსაათიან მოხსენებაში თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააკეთა და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეკონომიკური ზრდის შენელება და უმუშევრობა დაასახელა. რაც შეეხება მიღწევებს, ამ კონტექსტში ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის პროექტები დაასახელა. გიორგი მარგველაშვილს გარკვეული შენიშვნები მთავრობის მიმართაც აქვს.
|