მოსაზრება 12.01.2019
ანზორ საკანდელიძე , თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის და რეფორმატორთა კავშირის თავჯდომარე
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მზად არ არის ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა "იმედის" ტელეეთერში 2018 წლის 30 დეკემბრის გვიანი ღამის მისი გამოსვლიდან. ბატონი მინისტრი გვიმტკიცებდა, რომ ჩვენი საგადასახადო კოდექსი კარგია და მსოფლიოში უკავია მესამე-მეოთხე ადგილი გადასახადების რაოდენობის და ტვირთის სიმცირით. საეჭვოა, ბოლო წლებში რა ასეთი საოცარი პროგრესი განიცადა ჩვენმა საგადასახადო კოდექსმა, როცა 9 წლის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ნოღაიდელის მიერ 2004 წელს მოსაკრებლებში თვალთმაქცურად გადატანილი 12 გადასახადი ჩაგვითვალეს ძირითად გადასახადებში და 18 გადასახადით 148 ქვეყანას შორის მოგვანიჭეს 92-ე ადგილი, გადასახადების გადახდის სირთულის კოეფიციენტის მიხედვით კი ერთ-ერთი ბოლო, 145-ე ადგილი!
|
მოსაზრება 14.12.2018
რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი
აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი რუსეთ-უკრაინის საზღვაო კონფლიქტი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან შეფასდა როგორც სახიფათო ესკალაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რეგიონის დესტაბილიზაცია, უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა. რუსეთის მხრიდან კი განხილულ იქნა, როგორც უკრაინის პროვოკაციული ქმედება და სახიფათო ინციდენტი. ამასთან, პრობლემის გადაჭრისათვის დასახელდა დეესკალაციისა და დიალოგის აუცილებლობა.
|
მოსაზრება 13.12.2018
ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
"ქართული ოცნებისათვის" ამ თავსატეხ კითხვას მალე უნდა გაეცეს პასუხი, რადგან უკვე 15 დეკემბერს იწყება და წლის ბოლოსათვის უნდა დამთავრდეს ამ 1,5-მილიარდიანი ლარის დახმარების მომხმარებელი 600-ათასიანი საბანკო მევალეების სია. ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ გუნდს ამ პრობლემის გადასაჭრელად ვთავაზობთ საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებულ, ისედაც დიდი ხანია, მომწიფებულ და ერთად თუ ცალ-ცალკე აუცილებლად გასატარებელ 2 რადიკალურ ცვლილებას, რომელთა შესახებ პრესაში გამოქვეყნებული გვაქვს ათეულობით სტატია და ინტერვიუ. ეს ცვლილებებია: პროგრესული საგადასახადო შემოსავლების აღდგენა და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება.
|
მოსაზრება 06.12.2018
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს აკადემიის საერთო კრებაზე, სანამ აკადემიის ნამდვილი წევრები კენჭს უყრით ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევას, გთხოვთ, გაეცნოთ ჩემ მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას:
|
მოსაზრება 06.12.2018
გაზეთ "რეზონანსის" 2018 წლის 27 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ძალზე აქტუალური სტატია, რომელიც ეხებოდა სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანო, რომელიც 2018 წლიდან აკრედიტებულია შთწ სტანდარტით, დიდი ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, გადავწყვიტეთ მკითხველისათვის მეტი სიცხადე შევიტანოთ, რაც არსებობს ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და საქართველოში.
|
მოსაზრება 03.12.2018
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი საქართველოს პრეზიდენტობის მეორე ტურში თითქმის ერთნაირი შედეგით გასულ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრებს, რომლებიც თითოეული დამატებითი ხმისთვის ძალისხმვევას არ იშურებდნენ, საარჩევნო შტაბებში მივაკითხე და იმავე კითხვებზე ვთხოვე პასუხების გაცემა, რომლებიც პირველი ტურის წინ საქვეყნოდ დავუსვი. იმედი მქონდა, ამჯერად მაინც მოიცლიდნენ რიგითი ამომრჩევლის წერილობით მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან სახელმწიფო სიმბოლიკის, ქართული მიწის განიავების, ქვეყნის "ფედერალიზაციის" ან კორუმპირებული მაღალჩინოსნებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა ყოფილიყო საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარეოდა არჩევანში.
|
მოსაზრება 26.11.2018
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი
არჩევნების პირველი ტურის წინ საქართველოს მე-5 პრეზიდენტობის 5 ყველაზე რეიტინგულ ("გაპიარებულ") კანდიდატს "რეზონანსის" მეშვეობით (22.1.2018) 5 კითხვა დავუსვი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არავინ გამცა, საარჩევნო ბიულეტენში ბოლო ნომრად მითითებული, მაგრამ ნამდვილად ღირსეული კანდიდატი შემოვხაზე.
|
მოსაზრება 22.11.2018
ანზორ საკანდელიძე, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე
ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად დამაჯერებელი პასუხის გაცემა, რადგან 2006 წლიდან დღემდე საქართველოში გაუქმებულია 1999 წელს მიღებული ერთადერთი ჩარჩო-კანონი და ყველა მცირე მეწარმე გამოცხადებულია კანონგარეშედ. ეს კანონი არეგულირებდა რა მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოთა სტატუსს წლიური ბრუნვების მაჩვენებლების მიხედვით, მცირე საწარმოებისათვის წლიური ბრუნვები განსაზღვრული იყო 0,5 მილიონ ლარამდე, საშუალო საწარმოებისთვის - 0,5 მილიონი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე და მსხვილი საწარმოებისათვის - 1,5 მილიონ ლარზე მეტი. მიუხედავად ამ კანონის გაუქმებისა, საქართველოს სტატისტიკური სამსახურები დღემდე სარგებლობენ სწორედ ამ მონაცემებით.
|
მოსაზრება 14.11.2018
არ და ვერ შეგაწუხებდით, რომ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 31 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას "ახარა" სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილება - აღნაგობის უფლების გაუქმება პირველი ინსტანციის მიერ, რომელიც დაიწყო 2018 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2018 წლის 24 ოქტომბერს. სიმართლე გითხრათ, სასამართლოსაგან ეს გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია. ეს ხომ ის ადმინისტრაციული სასამართლოა, რომელმაც თბილისის მეტროს მემანქანეებს კონსტიტუციური გაფიცვის უფლება ჩამოართვა.
|
მოსაზრება 08.11.2018
ანდჟეი ჰვალბა
1918-1921 წლებში ევროპაში ათეულობით სახელმწიფო დაარსდა, რომელთაც ევროპის ახალი პოლიტიკური არქიტექტურა შექმნეს. შემდგომ წლებში ამ სახელმწიფოთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოახერხა, ზოგიერთი კი მე-18 საუკუნის მიწურულს შეწყვეტილი სახელმწიფოებრიობის ეპოქას დაუბრუნდა - ერთ-ერთი მათგანი პოლონეთი იყო.
|
მოსაზრება 05.11.2018
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე "შუაგაკრეფის" პოლიტიკამ საბოლოო მარცხი განიცადა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა: "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი რეჟიმისგან საქართველოს "განთავისუფლების" ექვსი წლის თავზე "ნაცების" კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო, ვიდრე 2012 წელს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში. მთელი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული ძალის რეანიმაციაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მის მართვის სტილს ეკისრება.
|
მოსაზრება 02.11.2018
რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ვალუტის კურსი არის ის ბარომეტრი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური "ჯანმრთელობის დონე". საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონის პროექტში ("საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ") გაცვლითი კურსი დაანგარიშებულია 1 აშშ დოლარი 2.63 ლარი, რაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის არსებულ პორტრეტს ასახავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|