ია აბულაშვილი 05.11.2019
"ეს არის მისი პირადი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, ამას ექნება გამართლება, რომ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი არ უნდა იყოს დატვირთული ბიზნეს კომპონენტებით" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანივშილის ინტერვიუს, სადაც ის აცხადებს, რომ აპირებს თავისი ქონების 90%-ი ქველმოქმედებას მოახმაროს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.11.2019
„რადგანაც პრეზიდენტს გადაწყვეტილება დღეს არ აქვს მიღებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას დეკანოზის შეწყალებაზე უარი აქვს ნათქვამი"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხს.
|
ია აბულაშვილი 02.11.2019
"რადგან, ამ რეაქციულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პატრიარქს, ახლა სამიზნედ მთლიანად მართლმადიდებლური სარწმუნოება აიღეს და მიდის დიდი შეტევა; მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველო აქამდე მართლმადიდებლური რწმენით მოვიდა, თუ ეს მოხდება, მაშინ ქართველი ერიც გადაგვარდება"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ გამოთქმულ სკანდალურ განცხადებებს.
|
ელზა პაპოშვილი 31.10.2019
თეოლოგი ლადო ნარსია „რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მეუფე იაკობის მიმართ წმინდა სინოდის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არასამართლიანია. მისი აზრით, ვიღაც ელოდებოდა, რომ მეუფეს ეს ინფორმაცია ასე ხმამაღლა და საჯაროდ ეთქვა. მისი აზრით, ეს არის საპატრიარქოში არსებული რეჟიმის რღვევა, რომელიც ეკლესიის განწმენდას და გაჯანსაღებას ემსახურება.
|
ია აბულაშვილი 24.10.2019
"ვფიქრობ, "ოცნება" გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - 5 მოსამართლეს აირჩევს ამ მოწვევის პარლამენტი, ხოლო დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პლურალისტური პარლამენტი"- ასეთ პროგნოზს აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
|
რეზონანსი 23.10.2019
საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. ის წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება, შრომის უნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა.
|
ია აბულაშვილი 21.10.2019
"არა მგონია ანაკლიის პროექტი ჩაიშალოს, რაზედაც ასე ბეჯითი საუბრები მიდის, რადგან ეს ადვილი განსახორციელებელი არ უნდა იყოს და ნიშნავს, იმას, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ყველა იმ პოზიტივზე, რომელსაც დასავლეთიდან იღებს" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
რეზონანსი 20.10.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ორი წლის წინ ჩატარებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსების ლოგიკური გაგრძელებაა... იუს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ სწორედ იმიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, რომ იუს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებისთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს, ვინაიდან პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, ფაქტობრივად, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე...
|
აკაკი გვიმრაძე 17.10.2019
ლინცი მეტად მოტივირებული და ამბიციური ქალაქია, რომელიც იბრძვის საიმისოდ, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ავსტრიის ტურისტულ რუქაზე და შესთავაზოს თავის სტუმრებს ნამდვილი ავსტრიული, ლოკალური შარმი, ყოველგვარი ტურისტული ტრიუკებისა და „საპნის ბუშტების" გარეშე.
|
Resonance 17.10.2019
ბოლო წლების განმავლობაში ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა სიმძლავრეებს კრეფს. დადებითი დინამიკის ბაზისს წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი კავშირების თანმიმდევრული განვითარება, რაც დაფუძნებულია პარტნიორულ და ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობაზე. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ტრადიციულად, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ ხასიათს ატარებს.
|
აკაკი გვიმრაძე 08.10.2019
გდანსკი არის პოლონეთის თავისუფლების, კეთილდღეობის, განვითარების, და ტოლერანტობის სიმბოლო - ქალაქი, სადაც 80-იან წლებში დაიბადა საბჭოთა იმპერიის და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია "სოლიდარობა", ლეგენდარული ლეხ ვალესას ხელმძღვანელობით, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ტოტალიტარული სიტემის ნგრევაში და თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის გაშლაში.
|
რეზონანსი 29.09.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ხმაურიანი პროცესი ორი წლის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის მშვიდ ვითარებაში ჩატარების ლოგიკური შედეგია... იუს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ სწორედ იმიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, რომ იუს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებისთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს....
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|