ნათია ლომიძე 01.06.2017
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ხალხმა მილიონობით ზარალი ნახა და ზოგიერთებმა ვალს თავი შეიძლება, ვერც დააღწიონ. ჯერჯერობით უცნობია ეჭვმიტანილი, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის. დამწვარი შენობის ადგილას დიდი სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. შეუშვებენ თუ არა შიგნით დაზარალებულ მოიჯარეებს, ეს ძნელი სათქმელია.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2017
"რუსთავი 2"-ზე რეორგანიზაცია გამოცხადდა - არხზე კადრებისა და ხელფასების შემცირება იგეგმება. როგორც "რეზონანსს" არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, რეორგანიზაცია ფინანსების ოპტიმიზაციის კუთხით მიმდინარეობს.
|
თეო გუდავაძე 01.06.2017
თბილისში ხალხმა მასობრივად დაიწყო ეზოებისა და ჩიხების გადაკეტვა, რათა მანქანების ზედმეტი მოძრაობისაგან თავი დაიზღვიონ. გარდა ამისა, პრობლემაა საპარკინგე ადგილებიც. არავის სურს, უცხო ავტომობილებმა დაიკავონ ტერიტორია. თანდათან ამ ყველაფერმა უკვე მახინჯი ფორმა შეიძინა. კორპუსის ეზოების გარდა, თბილისელებმა უკვე დაიწყეს ვიწრო შესასვლელებისა და ჩიხების "დაშლაგბაუმება". ეს ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. გარდა ამისა, არსებობს დაწესებულებები, სადაც მისვლა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება.
|
ია აბულაშვილი 01.06.2017
"ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შემოწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს.
|
ნათია ლომიძე 31.05.2017
პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უცხოელებზე მიწა არანაირი ფორმით არ უნდა გასხვისდეს და არ შეიძლება გამონაკლისების დაშვება, როდესაც საქმე სამეურნეო სავარგულებს ეხება.
|
ია აბულაშვილი 31.05.2017
როგორც ამბობენ, პირველი აფრენა 1908 წლის 5 მაისს მახათის მთიდან საკუთარი კონსტრუქციით შექმნილი პლანერით განახორციელა პოლკოვნიკმა ალექსი შიუკაშვილმა, რომელიც იყო პირველ მსოფლიო ომის მონაწილე. იმავე წელს საკუთარი ხელით აგებული პლანერით საფრენ ცდებს ატარებს საბურთალოს მთებიდან ბესარიონ ქებურია.
|
თიკო ოსმანოვა 31.05.2017
საკაბელო ტელევიზიებსა და კომპანია "მედია რაითს ჯორჯიას" შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც 30-მდე საკაბელო კომპანიამ საპროტესტოდ შესაძლოა, 6 ქართული ტელეარხი რამდენიმე საათით გათიშოს.
|
ია აბულაშვილი 31.05.2017
"1920 წლის 2 აგვისტოს ტიფლისში პირველად გაიმართა საავიაციო წარმოდგენა. შოუ დღის 5 საათზე დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა 12 ჰაეროპლანი და წარმოუდგენელი მანევრები აჩვენა," - ასე გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გამართულ საავიაციო ზეიმს.
|
თამარ მუკბანიანი 30.05.2017
გახშირებული ავტოავარიების, უცხოეთიდან ძალიან მოძველებული მანქანების მუდმივი შემოდინებისა და ავტოპარკის დაძველების გამო ქვეყანაში მომრავლდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვეღარ დადის და ქალაქის ქუჩებში წლობით უქმად არის გაჩერებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯართად ქცეული მანქანების რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს 2018 წლიდან, როცა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შევა ძალაში.
|
მარი ჩიტაია 30.05.2017
საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება, სინამდვილეში უამრავი დაავადების გამომწვევია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავი თანდათანობით ადამიანის შინაგან ორგანოებში გროვდება. სარეცხი საშუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს და აზიანებს ტვინს.
|
ნათია ლომიძე 30.05.2017
საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა 80% მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურება წლებია, არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლარის დევალვაციამ და უკვე ინფლაციამაც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია.
|
მარიამ ელიაშვილი 29.05.2017
თანამედროვე საზოგადოებას სენსორული ეკრანები იზიდავს, თუმცა ისინი სისუსტით გამოირჩევიან და ვარდნას ვერ უძლებენ. იმისათვის, რომ სენსორებმა მსგავს დარტყმებს გაუძლონ, ტექნოლოგია უფრო ეფექტური და მოქნილი უნდა გახდეს.
|