ია აბულაშვილი 20.05.2017
"ეს შეთქმულება ასე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული - კასპიის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა" - წერდა ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებებში 1832 წლის შეთქმულებაზე, რომელშიც მართლაც ჩართული იყო მე-19 საუკუნის 20-30 წლების მთელი მოწინავე ქართული საზოგადოება.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.05.2017
ისტორიამ არაერთი პარადოქსი შემოგვინახა - უდავო ფაქტია, რომ ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონი ტუტენხამონი გახლავთ. ის ქრისტეშობამდე 1355 წელს დაიბადა და სულ 18 წელი იცოცხლა. მიეკუთვნებოდა ეგვიპტის ფარაონთა მეთვრამეტე დინასტიას და ქვეყანას მართავდა ძვ. წ.-აღ-ით 1347-1337 წლებში. ეს ძველი ეგვიპტის ისტორიის ახალი სამეფოს ხანაა.
|
გვანცა ღვედაშვილი 19.05.2017
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭების საკითხზე მუშაობა დაიწყო და როგორც საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, ეს თემა პირველად გაჩნდა საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობაში.
|
მარიამ ელიაშვილი 19.05.2017
საკრებულოს რიგგარეშე 33-ე სხდომაზე ქუთაისის მერმა, საკრებულოს წევრებთან და ფონდი "ქართუს" წარმომადგენელთან ერთად საუნივერსიტეტო ქალაქის რეგულირების გეგმა საბოლოოდ გუშინ დაამტკიცა. თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
|
ია აბულაშვილი 19.05.2017
"26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, რუსთაველის საიუბილეო ზეიმად გადაკეთება ლამაზი არ იქნება. ვერც დამოუკიდებლობის დღეს ვიზეიმებთ და ვერც რუსთაველს სათანადო პატივს მივაგებთ".
|
ია აბულაშვილი 19.05.2017
საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი ერთბაშად რომ არ დაწყებულა და მას წინ უსწრებდა ქართველთა თავდადებული ბრძოლა, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს მაინც გავიხსენებთ, რომლებიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.05.2017
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო. პატრიარქის ინიციატივით კი 7 და მეტ შვილიან ოჯახებს "მამულისათვის თავდადებული მშობლების" სიგელი გადაეცათ და ილია მეორესთან ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.05.2017
"ნუ დადგები ძალადობის მხარეს" - ამ ლოზუნგით ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.
|
ია აბულაშვილი 18.05.2017
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 72 წელი გავიდა და ამ უახლესი ისტორიის გასახსენებლად ახალს ვერაფერს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს. რადგან მსოფლიო ომსა და მასში ქართველების მონაწილეობაზე მრავალი წიგნი და სტატია დაწერილა, რამდენიმე საინტერესო ამბავს მაინც გავიხსენებთ ომის ქრონიკებიდან იმ გმირებზე, რიგით ჯარისკაცებზე, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს.
|
გვანცა წულაია 17.05.2017
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის - ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.05.2017
შესაძლოა, საკაბელო ოპერატორებს "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "მაესტროსა" და "ჯი-დი-ეს"-ის სიგნალის მიწოდების გამო საკუთარი პაკეტების გაძვირება მოუწიოთ.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.05.2017
ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. კანონპროექტის თანახმად, პირველ დარღვევაზე გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ხმაურის გადამეტებისთვის ფიზიკური პირი 150, ხოლო, იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ხმაურმზომი ხელსაწყოების შესაძენად საჭირო დაახლოებით 100 000 ლარი იქნება.
|