თეო გუდავაძე
21.12.2016

 საქართველოში კერძო სკოლების გადასახადმა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადებს დიდი ხანია გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მოსახლეობას უჭირს, კერძო სკოლებზე მოთხოვნა მაინც დიდია. ბოლო დროს გახშირდა მოსწავლეთა გადასვლის შემთხვევები საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან ვალუტის დევალვაციამ მშობლებს სხვა გზა არ დაუტოვა.

ნათია ლომიძე
20.12.2016

 ლარის დევალვაცია სტუდენტების სწავლის გადასახადზეც უარყოფითად აისახა. თუკი დოლარის კურსი 3,0-ს მიაღწევს, საქართველოში მოქმედი კერძო უნივერსიტეტების ნაწილი გადასახადის გაზრდას აპირებს. ასეთი პუნქტი სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში უკვე ჩადებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, სტუდენტები გაძვირებას ეწინააღმდეგებიან.

მარიამ მაჭავარიანი
20.12.2016

 ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლეც და მოძრაობის უსაფრთხოებაც. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი ავტომფლობელები ელიავას ბაზრობას თუ ფეიქრების ქუჩას აკითხავენ, უარს ამბობენ ბრენდული სათადარიგო ნაწილების შეძენაზე და იაფფასიან პროდუქციას ეტანებიან. არიან ისეთნიც, რომლებიც მეორადი სათადარიგო ნაწილების შეძენას ამჯობინებენ, რადგან იციან, რომ ევროპული მეორადი ნაწილები ბევრად სჯობს ჩინური წარმოების თუნდაც ახალ სათადარიგო ნაწილებს.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2016

 თიკო ოსმანოვა

რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ კომფორტული და თანაბარუფლებიანი გარემო შეუქმნას?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, ქვეყანაში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას, რომელთა შორისაც ტრანსპორტირება, დასაქმება და განათლებაა.

მარიამ ელიაშვილი
19.12.2016

 მეცნიერებმა რობოტი-მკლავი შექმნეს, რომელიც ექიმებს ბიოფსიის ჩატარებაში დაეხმარება. მკვლევრები მათ მიერ შემუშავებული სისტემის სრულყოფასა და კლინიკებში დანერგვას 3 წელიწადში გეგმავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ მექანიზმით 5 წუთი სჭირდება იმას, რასაც ადამიანი ნახევარ საათს ანდომებს. ექიმს მხოლოდ იმ ლოკაციების მონიშვნა ევალება, სადაც ნემსი უნდა ჩავიდეს. მითითებულ ადგილზე კი ნემსს რობოტი-მკლავი დასვამს.

მამუკა ნაცვალაძე
19.12.2016

 ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ეპიზოდები დღემდე იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც ალექსანდრე დიდი იყო ის პიროვნება, რომელმაც ქრისტეშობამდე |ქ ს-ში სულ რაღაც 13 წლიანი მმართველობის დროს შექმნა მთელი ეპოქა, სრულიად განსხვავებული სამყარო, იმჟამინდელი მსოფლიო რომ თვისებრივად სხვა რანგში წარმოაჩინა.

გვანცა ღვედაშვილი
19.12.2016

 "აფხაზები საქართველოში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ. ეს მცირერიცხოვანი ავტოქტონური ერია, რომელსაც სხვა საცხოვრისი არსად აქვს, თუ არა კავკასიის ქედსა და შავ ზღვას შორის მდინარეებით ფსოუთი და ენგურით შემოსაზღვრული ტერიტორია", - წერს ერთ-ერთ სტატიაში სვეტლანა ქეცბა.

მამუკა ნაცვალაძე
17.12.2016

 მსოფლიო ისტორიაში თბილისური მეიდანი განსაკუთრებული ფენომენია თავისი მრავალფეროვანი ურთიერთობით, ეს უნიკალური ადგილი სხვადასხვა სარწმუნოების მშვიდობიანი თანაარსებობითაა გამორჩეული. აქ მრავალი საუკუნის მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ ექვსი სრულიად განსხვავებული რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. მართლმადიდებლურმა გარემომ იოლად შეიკედლა გრიგორიანელები, კათოლიკეები, ებრაელები, მაჰმადიანები და ცეცხლთაყვანისმცემელნი.

ელზა პაპოშვილი
17.12.2016

 კიევში ქართველ სტუდენტებს სცემეს. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საერთო საცხოვრებლის დაცვასა და ერთ-ერთ სტუდენტს შორის შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რაშიც სხვა ქართველი სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

სოფო ჩხიკვაძე
17.12.2016

 ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მოსახლეობის ერთი ნაწილი საახალწლო სუფრის მზადების პროცესში უკვე ჩაერთო. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ხალხის ნაკადი არ წყდება ბაზრებსა თუ სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში, თუმცა მათი უმეტესობა უბრალო დამთვარიელებლის როლშია. პროდუქცია ძვირდება და მომხმარებელის ბიუჯეტშიც გაუთვალისწინებელი ხარჯი მატულობს.

ნინო ქეთელაური
17.12.2016

 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაზე კანონი მკაცრდება. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შეძენა ან შენახვა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ნინო ქეთელაური
16.12.2016

 სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის მსგავსი ვირუსებით მოზრდილთა და ბავშვთა მიმართვა მომატებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სადაც განმარტავენ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 254 დაავადებულს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიური ზღვრის ნახევარზე ვართ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×