ია აბულაშვილი
16.12.2016

 "შაითანბაზარი, ზარაფხანა ერთმანეთს მიჯრით მიჰყვებოდა. ვის და რას არ ნახავს აქ კაცი, ჭურჭელი სპილენძისა და თიხის, ხალიჩები, ოქრომჭედლებისა და ვერცხლის მკეთებელთა მწკრივები, მეწაღეები, დერციკები და ჭონები სჭრიან და ჰკერავენ, სამოსს აზომებენ მუშტრებს. განთქმული თბილისელი მეზანდუკეები და იარაღის მკეთებელი ხელოსნები..." - ასე ახასითებედნენ უცხოელი ვაჭრები თბილისელ ოსტატებს.

მამუკა ნაცვალაძე
15.12.2016

 მე-13 საუკუნის საქართველოს არეულმა ყოფამ არაერთი სახელი გამოამზეურა. ერთ-ერთი მათგანია ეგარსლან ბაკურციხელი, რომელიც მონღოლებს დაუახლოვდა და მათი წყალობით დაწინაურდა. მას მონღოლებმა კახეთის, ჰერეთის, კამბეჩიანის დუმანი ჩააბარეს.

გვანცა ღვედაშვილი
15.12.2016

 საქართველოში ამინდი ჯერ არ გაუმჯობესდება. 15-დან 17 დეკემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე.

თიკო ოსმანოვა
15.12.2016

 2-თვიანი პრემია ბრწყინვალე მუშაობისთვის და არაკომპეტენტურობის გამო სამსახრუდან გაშვება - ახალგაზრდა კაცი უკვე მე-4 დღეა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას და თანამდებობაზე აღდგენას ამაოდ ითხოვს. ამბობს, რომ აქციების პარალელურად დავას სააპელაციო სასამართლოშიც გააგრძელებს და სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის იმედი აღარ აქვს.

თამარ მუკბანიანი
15.12.2016

 პიროტექნიკის გაყიდვაზე რეგულაციის არარსებობა მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა. ხალხი ითხოვს, თავის ნებაზე მიშვებული ბაზარი ბოლოს და ბოლოს კონტროლს დაექვემდებაროს. ერთი წლის წინათ, არსებობდა პეტიციაც, რომლის ხელმომწერებიც პარლამენტს ამ საშიში სათამაშოს გაყიდვაზე სპეციალური ნორმის შემოღებას სთხოვდნენ, თუმცა საახალწლო ეიფორიის ჩავლის შემდეგ, ეს პრობლემა ყველას გადაავიწყდა.

ნათია ლომიძე
14.12.2016

 ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, მიგრანტების რაოდენობა იზრდება. ამას ემატება მოლოდინი ვიზალიბერალიზაციაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის უცხოეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვს. საქართველოში ფინანსური კრიზისია, რომელიც ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს.

თეო გუდავაძე
14.12.2016

 საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტითა და სათავგადასავლო დასვენების კუთხით. თუმცა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ხალხს დასასვენებელი ფული არ აქვს. სასტუმროს ნომრებიც უკვე უმეტესად დოლარში ქირავდება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ეს კი მომხმარებელს ზამთრის კურორტებზე გამგზავრების საშუალებას არ აძლევს.

გვანცა ღვედაშვილი
14.12.2016

 შარშანდელთან შედარებით გრიპისმაგვარი დაავადების შემთხვევები გაზრდილია, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში დაავადების 254 შემთხვევა დაფიქსირდა, სასწრაფოებზე მაღალი მომართვიანობის გამო კი 550 ზარზე რეაგირება ვერ მოხდა.

მარიამ მაჭავარიანი
13.12.2016

 საქართველოში ჯერ დაქორწინებულნიც არ არიან, რომ უკვე გაყრაზე ლაპარაკობენ. მართალია, ისეთ დონემდე არ მივსულვართ, როგორც ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ქორწინებისა და განქორწინების რიცხვი იდენტურია, მაგრამ ოჯახის შექმნისა და მისი შენარჩუნების მხრივ, საქართველოშიც უარესდება სიტუაცია.

ნათია ლომიძე
13.12.2016

 საქართველოში გარევაჭრობა კვლავ მოთხოვნადი გახდა. რამდენიმე წლის წინ ეს ბიზნესი შეზღუდული იყო და სამართალდამცველები მოვაჭრეებს ქუჩაში დადგომის უფლებას არ აძლევდნენ. ბოლო პერიოდში კი გარევაჭრობის გამოცოცხლებას მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებამ უბიძგა. გარდა ფასისა, მომხმარებლისთვის მისაღებია, "შევაჭრება", რის უპირატესობასაც დიდი სავაჭრო ობიექტები არ იძლევიან. იმ მიზნით, რომ რამდენიმე ლარის შეღავათი მიიღოს მყიდველმა, ის მოუწესრიგებელ სავაჭრო გარემოში პროდუქციის შეძენას არ ერიდება. შეიძლება ცოტა ხნის წინ მას გულგრილად ჩაევლო ასეთი დახლებისთვის, მაგრამ დღეს ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს.

ია აბულაშვილი
12.12.2016

 ნიკოლოზ ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი სატრფიალო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებაში, რომელიც მისი განჯაში მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.

მარიამ ელიაშვილი
12.12.2016

 მეცნიერებმა შექმნეს სწრაფადმოქმედი ანტიდოტი, რომლის დახმარებითაც მხუთავი აირით მოწამლულთა მკურნალობაა შესაძლებელი. ანტიდოტის დახმარებით ორგანიზმში სწ-ს დონე 15-25%-ით მცირდება და ჟანგბადის კონცენტრაცია მატულობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×