თამარ შუკვანი
29.09.2019

 საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში სელ 22 945 ათასი ბავშვი დაიბადა, (რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია), ხოლო 24 563 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან დროის იგივე მონაკვეთში ეს რაოდენობა 23 603-ს შეადგენდა. დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ თუკი უარყოფითი ბალანსი შენარჩუნდება, ეს სერიოზულ დემოგაფიულ პრობლემებს შექმნის დაახლოებით 41 წელიწადში წვრილი ქალაქებისა და რეგიონების დიდი ნაწილი გაუკაცრიელდება.

თამთა ჩაჩანიძე
27.09.2019

 „არ შეიძლება ადამიანს 24 საათი უძახო, რომ „შენზე ტელევიზიაში აჩვენეს რაღაცეები". ცოდოა ის ქალი, იმას შვილები ჰყავს და ადამიანი მორალურად არ უნდა დათრგუნო, თორე მე კი არ ვამბობ, რომ ბესელია ფრთიანი ანგელოზია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბესელია-ზარდიაშვილის ფიზიკურ დაპირისპირებას.

ელზა პაპოშვილი
24.09.2019

 თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაულის ახალი დეტლები ხდება ცნობილი.  50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ, თვითონაც თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.  

ელზა პაპოშვილი
19.09.2019

 ცუდი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, უარყოფითი შეფასებები სასამართლოს და პარლამენტს. პრეზიდენტის დაბალი რეიტინგი, ხელისუფლებაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დარბევისთვის. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მაღალი რიცხვი და პოლიტიკური სპექტრის მიმართ არსებული ნიჰილიზმი - ასეთია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2019

 ილია ილფისა და ევგენი პერტოვის ლეგენდარული სატირული რომანის „12 სკამის" ახალი ეკრანიზაციის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება საქართველოში იგეგმება. ამის შესახებ რუსული კინოსტუდია „მოსფილმი" იუწყება

ელზა პაპოშვილი
16.09.2019

 მოძალადე დედა თუ მამა?!-თვეებია უკვე ცოლ-ქმარი ერთმანეთს მცირეწლოვან შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა, რადგანაც, მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ტატა შოშიაშვილი
14.09.2019

 კრიმინალურ სამყაროში „ქურდად კურთხევაზე" დაწესებული ერთგვარი მორატორიუმი სავარაუდოდ 2026 წლამდე გაგრძელდება. ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა ბოლო პერიოდში „კანონიერი ქურდების" ერთერთ ყველაზე დიდი შეკრება, რომელიც გასულ კვირას თურქეთში გაიმართა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×