თამთა ჩაჩანიძე 11.09.2019
„მე საერთოდ არ მიყვარს აქტიური ქალები. ეს არ მომწონს, რომ იმას მიუხტა, იქ იჩხუბა. ქალი მომწონს ნაზი, ფაქიზი, გრძნობებით სავსე, მაგრამ რადგანაც ეგ რევოლუციონერი ქალია, ალბთ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ მიხტომოდა და გამოეწვია, შეიძლება თავურიც დაერტყა, ეგ მაგ სტილის ქალია და ისეც მოიქცა, რა სტილისაცაა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიონი გივი სიხარულიძე, 10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში" საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის"ლიდერის ირმა ინაშვილის მისვლას და იქ მომხდარ ინციდენტს.
|
ია აბულაშვილი 10.09.2019
„განშორება ხანგრძლივი არ ყოფილა, როგორც ჩანს, ქართველი და უკრაინელი არტისტების მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ასე რომ, იმ ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა. ზოგჯერ ლაპარაკს სჯობს უბრალოდ იმღერო“, - ასე ეხმაურება რუსეთში მცხოვრები ტელეწმაყვანი თინა კანდელაკი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის განაცხადებას, რომელმაც უკრაინაში ტელეარხ „1 პლიუს 1“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების გაუქმების მიუხედავად, რუსი მსმენელი უყვარს.
|
ია აბულაშვილი 09.09.2019
"იმის მოლოდინი მაქვს, რომ გახარია საქმეს გააკეთებს და ის ყველაზე კარგი პრემიერი იქნება იმ პრემიერებს შორის, რომლებიც აქამდე ამ თანამდებობას იკავებდნენ"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე სამთავრობო ცვლილებებს.
|
ია აბულაშვილი 05.09.2019
ქართულ ისტორიოგრაფიაში და უცხოურ წყაროებში არაერთი მასალა მოიპოვება ქართული იარაღის დამზადების შესახებ. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ნაწერებიდან ირკვევა, რომ სვანეთში თოფს ადგილობრივები ამზადებდნენ, ამას ადასტურებს მისი თანამემამულე მისიონერი კრისტოფორო კასტელი ალბომიც, სადაც თოფით შეიარაღებული სვანები არიან გამოსახული.
|
თამარ შუკვანი 03.09.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურმა სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დააფიქსირა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.
|
ია აბულაშვილი 01.09.2019
„რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა დადებითი არ არის და შეიძლება მთელი ამბავი ატყდეს“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს.
|
თამარ შუკვანი 31.08.2019
პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები" ახალ არხ „ფორმულაზე" გავა. „რუსთავი 2" სერიალზე მომუშავე გუნდის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. სერიალმა მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო და შემოდგომიდან უკვე ეთერში იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ სერიალის სცენრისტი ქეთი დევდარიანი ავრცელებს. დევდარიანი ამავე არხზე ახალ სერიალს აანონსებს.
|
ია აბულაშვილი 28.08.2019
უდიდეს თორმეტ დღესასწაულს შორის სამი - ღვითსმშობლის შობა, მიძინება და ყოვლაწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანა, ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. უცნობია როდიდან დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღე, მაგრამ მართლმადიდებელი სამაყარო მარიამობას, 28 აგვისტოს აღნიშნავს.
|
ია აბულაშვილი 24.08.2019
თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის გურჯი ხათუნის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო, რის შემდეგაც გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, ქართველების მრავალსაუკუნოვანი ოცნებაც ახდეს და მივაგნოთ დიდი მეფის - თამარის საფლავს, რომელიც ყველაზე გასაიდუმლოებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.08.2019
თბილისში, ლიეტუვის საელჩოს ეზოში შეკრებილი საზოგადოება ბოლო თვეების გმირს ნიკო ამირგულაშვილს შეხვდა, რომელმაც ვილიუსიდან თბილისამდე 2100 კმ-მდე მანძილი ფეხით გაიარა.
|
თამარ შუკვანი 22.08.2019
„ამას ხომ იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს? ის მაძიებელი არის მაღალი კვალიფიკაციის, რომელსაც არც საგანი აქვს ჩაბარებული, არც გამოცდილება და სტაჟი აქვს? რომელს აქვს ხარისხი, - გამოცდილ, სტაჟიან მასწავლებელს, თუ მაძიებელს? ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, ქაოსი და მავნებლობა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკალაიშვილი სკოლებში მიმდინარე რეფორმას.
|
თამარ შუკვანი 20.08.2019
„ფინანსური კრიზისი გვაქვს და ვუთხარი კიდევაც მათ. უახლოეს მომავალში უნდა დარიგებულიყო ეს ხელფასები. შეთანხმებული გვქონდა, იცოდნენ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არასწორია ის განცხადება, თითქოს სამ ადამიანს არ მიეცა ხელფასი, გაცილებით მეტი ადამიანია და არანაირ დისკიმინაციაზე საუბარი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადების საპასუხოდ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|