თეო გუდავაძე 26.02.2019
საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა დემოგრაფიასაც შეეხო, ადამიანები ფინანსური პრობლემების გამო თავს არიდებენ ოჯახის შექმნას და, შესაბამისად, შობადობამაც იკლო. რაც ყველაზე პრობლემურია, ოჯახის შექმნის სასურველი ასაკი თანდათან 30 წელს მიუახლოვდა, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან არასასურველია.
|
მარი ჩიტაია 26.02.2019
საქართველოში შემოტანილი სამზარეულო ნივთები, განსაკუთრებით პლასტმასის ნაწარმი ჯანმრთელობისათვის საშიშია. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც პლასტმასის ჭურჭლისა და საკვების შესანახად განკუთვნილი კონტეინერების გამოყენება იწვევს. შეიძლება ითქვას, ასეთი ჭიქები, თეფშები, ბოთლები და კონტეინერები ათობით დაავადებას იწვევს.
| |
ია აბულაშვილი 10.02.2019
1922 წელს თბილისში, კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკუნის სახლში დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩუბინიშვილთან, ნიკოლაძესთან, ლანსერესთან, კალგინთან ერთად, იყო საქართველოს დიდი პატრიოტი და ქომაგი, ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ცნობილი პოლონელი მხატვარი ჰენრიხ ჰრინევსკი, რომელიც, როგორც საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
|
ია აბულაშვილი 06.02.2019
ნიუ-იორკში 1954 წელს "მონტე-გალერის" გამოფენაზე უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა, ვინც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად იყო მოხსენიებული, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მის მიერ შესრულებულმა ქანდაკება "შავმა ტორსმა" საგანგებო პრემია დაიმსახურა. ეს ახალგაზრდა ჩვენი თანამემამულე სვიმონ დადიანი იყო.
|
ია აბულაშვილი 03.02.2019
"მაღალაშვილის სახით უნიჭიერესი, თვალსაჩინო პიანისტი დაიბადა" - ასეთი მაღალი შეფასება მისცა პარიზის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, შემდგომში შოპენის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელ ნიკიტა მაღალაშვილს მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა მორის რაველმა.
|
თამარ მუკბანიანი 31.01.2019
სატაქსო კომპანია "მაქსიმის" მძღოლები აქციას მართავენ. მიზეზი ყოველ მგზავრობაზე ჩამოჭრილი 20 თეთრია, რომელიც, მძღოლების თქმით, მათ შემოსავალს აკლდება. კომპანია კი ამტკიცებს, რომ ეს გადასახადი იმ მგზავრებს დაეკისრებათ, რომლებმაც ტაქსი ოპერატორის საშუალებით გამოიძახეს.
|
ია აბულაშვილი 28.01.2019
როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე. მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". ამას მოჰყვა ის, რომ იმ განძეულობის ოფიციალური მფლობელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა და მის მესაკუთრედ მიიჩნეოდა, საფრანგეთის მთავრობა ხდებოდა. ამ მდგომარეობით შეშფოთებული ექვითმე თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს გადასცემოდა და მოხსენებითაც მიმართა. საქართველოში კი მეგობარ მეცნიერებს სთხოვდა, რომ ქართული განძის სავალალო მდგომარეობაზე მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ ხმა.
|
ია აბულაშვილი 25.01.2019
პირველ ქართულ უნივერსიტეტს დააარსებისთანავე ჰქონდა კავშირი იმ დროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებს გაქცეული მოწინავე ქართველები სწორედ ევროპის სხვადასხვა ქალაქის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ.
|
თეო გუდავაძე 24.01.2019
ევროპიდან დეპორტით უკან გამობრუნებული ქართველების რაოდენობა ყოველდღე მატულობს. სამშობლოში ჩამოსული ადამიანები თავიანთ პრობლემებზე დაუფარავად საუბრობენ. ფაქტია, რომ შენგენის ზონაში ჩასვლა და იქ არალეგალურად დასაქმება თანდათან შეუძლებელი ხდება. საფრთხე შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც დაემუქროს.
|
თამარ შუკვანი 18.01.2019
"2018 წლის პირველი თვეებიდან აღინიშნებოდა ამ დაავადების მატების შემთხვევები, რომელსაც, განსაკუთრებით, ნოემბერ-დეკემბერში პიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ძალიან მოიმატა და ახლაც შენარჩუნებულია, 15 დღის განმავლობაში იმდენი პაციენტი შემოვიდა, რამდენიც ნოემბერ-დეკემბერში - ერთად", - აღნიშნავს ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია "რეზონანსთან" საუბრისას.
|
თეო გუდავაძე 17.01.2019
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 150 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს, H1N1 თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია.
|
|