მარი ჩიტაია 29.05.2019
პირველად საქართველოში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ ჩატარდა. საერთაშორისო ფორმატის ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2019
ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას სოფია ნიკოლეიშვილის ცხედარი მაშველებმა 27 მაისს, ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს.
|
რეზონანსი 27.05.2019
დღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
|
თამარ შუკვანი 26.05.2019
რეპეტიტორების ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო, არც დღეს კარგავს აქტუალობას და მშობელთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობა ამ სერვისს მიმართავს. სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოქალაქეების წინაშე თავის ვალდებულებას ბოლომდე ვერ ასრულებს და საჯარო სკოლა ვერ აძლევს იმ დონის განათლებას, რომ მან დამატებითი მომზადების გარეშე უმაღლესში ჩაბარება შეძლოს.
|
რეზონანსი 26.05.2019
ფშავში, სოფელ გომეწარში მდებარეობს ციხეების კომპლექსი, რომელსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს. ამ ადგილს ტურისტული დატვირთვაც აქვს. სწორედ ამ ადგილებზე გადიოდა კახეთ-ხევსურეთის დამაკავშირებელი ძველი ისტორიული გზა.
|
ია აბულაშვილი 26.05.2019
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ პრესასაც, რომლის ფურცლებზეც სისტემატურად იბეჭდებოდა სტატიები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას კი გაზეთი „საქართველო“ ასე მიესალმა: „საქართველოს მამულიშვილნო! დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცხოვრება აღდგენილია, გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს ქართველ ერს!“
|
ია აბულაშვილი 25.05.2019
„გზის გაყვანის სამუშაოები თუ გაგრძელდა, ხიფათს ქმნის, რომ უძველესი ფრესკები და წარწერები დაზიანდეს და დაიღუპოს. რა მასშტაბით, ამას ვერავინ განსაღვრავს, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ ნაწილი მაინც დაზიანდეს“, - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აზერბაიჯანის მხრიდან ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაობის დაწყებას და მძიმე ტექნიკის მობილიზებას.
|
თამარ შუკვანი 23.05.2019
პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივია შევა, რომლის მიხედვითაც მოზარდებისთვის ისეთ საიტებზე წვდომა აიკრძალება, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდა ხორციელდება.
|
თამარ მუკბანიანი 22.05.2019
2019 წლის სექტემბერში ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები უნდა მიიღოს, თუმცა მშენებლობა ჯერ სანახევროდაც არ შესრულებულა. დანაპირების ავტორი "ფონდი ქართუ"კითხვებს, თუ როდის დასრულდება მშენებლობა, არ პასუხობს. ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ სამუშაოების შედეგად 109 წითელ ნუსხაში შეტანილი ხე მოიჭრება.
|
ნათია ფეხშველაშვილი 19.05.2019
„არის ეჭვი, რომ ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც დელფინებს ახასიათებთ",- გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, შავი ზღვიდან მკვდარი დელფინების გამორიყვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
|
ნათია ფეხშველაშვილი 19.05.2019
„ევროვიზიის" რუსი მონაწილე სერგეი ლაზარევი და მისი გუნდი მეტად უკმაყოფილო არიან კონკურსის ფინალურ ეტაპზე მიღებული ქულებით. ყველაზე მოულოდნელი კი მათთვის, როგოც თავად ამბობენ, საქართველოსგან 0 ქულის მიღება იყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.05.2019
ნაკლებად გამწვანებულ თბილისს კიდევ ერთი საფრთხე დაემუქრა - დედაქალაქში მარადმწვანე ფიჭვებს ქერქიჭამია გაუჩნდა. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ქერქიჭამია ჩვეულებრივი ტყის მავნებელია და თუ ხეებს დროულად შეწამლიან, დაავადება მთელ თბილისს აღარ მოედება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|