აკაკი გვიმრაძე 01.07.2015
ანკარა-თბილისი
თანამედროვე ანკარა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და პოლიტიკური ცენტრია, სადაც განლაგებულია ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ინსტიტუტები და ადმინისტრაციული შენობები, აგრეთვე წამყვანი პოლიტიკური პარტიების ოფისები.
|
თეა ბეჟიტაშვილი 29.06.2015
უკვე ერთი კვირაა, რაც სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქვეყნის მარეგულირებელი კომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დაიწყო.
|
თაკო მათეშვილი 25.06.2015
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია - ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო ამერიკა სამხედრო ტექნიკას განათავსებს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ნატოს რეგიონში ნებისმიერ სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში დაეხმარება.
|
ვახტანგ შამუგია 24.06.2015
 სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკვე ორი დღეა, ხალხმრავალი დემონსტრაციები მიმდინარეობს. აქციის- "არა ძარცვას" მონაწილეები ელექტროენერგიის ტარფის გაძვირებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად მიღებული გადაწყვეტილებაა, რათა თავიანთი ბიზნესპარტნიორების ინტერესები დააკმაყოფილონ.
|
აკაკი გვიმრაძე 23.06.2015
42 ქვეყნის 80-მდე დელეგაციამ და დაახლოებით 500-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოსა და ტრადიციული რელიგიების ლიდერების მე-5 ფორუმზე, რომელიც ტრადიციისამებრ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 3 წელიწადში ერთხელ იმართება.
|
ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი) 15.06.2015
მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების პირველ 4 თვეში მოლდოვადან ევროკავშირში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. ოფიციალური კიშინიოვის პოლიტიკა ახლა იმისკენაა მიმართული, რომ ეს შეღავათები დნესტრისპირეთში მოქმედ კომპანიებზეც გავრცელდეს.
|
ვახტანგ შამუგია 15.06.2015
7 ივნისს თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. შედეგი ყველასათვის მოულოდნელია - მმართველი პარტია "სამართლიანობისა და განვითარებისათვის", რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მეთაურობს, საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დარჩა.
|
ეკატერინე ბასილაია 11.06.2015
უკრაინის ოდესის ოლქში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, მილიარდერ იგორ კოლომოისკის შორის დააპირისპირების დიდი ტალღის აგორებას ელოდებიან. ამისკენ პირველი ნაბიჯები ორივე მხრიდან უკვე გადადგმულია. კოლომოისკიმ უკვე დააანონსა, სააკაშვილი სულ მალე ოდესას კრემლს ჩააბარებსო და საკუთარ ტელეარხ "1%1"-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმიც გაუშვა.
|
ვახტანგ შამუგია 04.06.2015
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ადგილობრივი და დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, მეამბოხეთა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა 3 ივნისს, გამთენიისას, ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს დასახლებულ პუნქტ მარინკაზე. ეს დასახლებული პუნქტი დონეცკიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
|
ეკატერინე ბასილაია 30.05.2015
"კავკასიის იმარატს" ახალი მეთაური ჰყავს, ის შარიათის მოსამართლე, აბუ უსმან მუჰამედ გიუმრი, იგივე მოჰამედ სულეიმანოვია. "იმარატის" მხრიდან მისი არჩევის ოფიციალურად გამოცხადება ჯერ არ მომხდარა, თუმცა, რუსული მედია რამდენიმე ამბოხებულისა და თავად სულეიმანოვის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ აბუ უსმან მუჰამედი უკვე მოქმედებს, როგორც ამირი, უახლოეს ხანში კი მისი არჩევა ოფიციალურადაც გაცხადდება.
|
მალხაზ გაგუა 25.05.2015
"საზოგადოება დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ საკუთარი მთავრობა გააკონტროლოს, მათ შორის სიღატაკის აღმოფხვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც," - ამბობს დევიდ ლეინი, აშშ-ს ელჩი რომში განთავსებულ გაეროს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გაეროს პროგრამების ნაყოფიერების შესაფასებლად პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ტაჯიკეთს სტუმრობდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.05.2015
"რუსი სამხედროები ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი ტყვედ ქართულმა სპეცრაზმმა აიყვანა," - განაცხადა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა. ედუარდ ბასურინის თქმით, ქართული რაზმის საბაზო ბანაკი დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|