თამარ შუკვანი 20.02.2020

უკრაინა ნატო-ში თავისი სტატუსის მატებას ელოდება. ამ შემთხვევაში ქვეყანა გახდება ალიანსის პარტნიორი გაფართოებული შესაძლებლობებით, თუმცა, ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, პროცესი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ზაგოროდნიუკის განცხადებით, ოქტომბერშია მოსალოდნელი, ვერც ალიანსში მიღების პროცესს დააჩქარებს და ვერც მაპ-ის მინიჭებას უზრუნველყოფს.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.02.2020

ქვეყნის აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციისა და განახლებული შეტაკებების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახერხებს ტერიტორიების დაკარგვის გარეშე დონბასში კონფლიქტი დასრულებას - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა „უკრაინა 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2020

ბელარუსის მხრიდან დამოუკიდებლობის შეინარჩუნების სურვილმა შესაძლოა ახლო მომავალში შესაძლოა რუსეთ-ბელარუსის ნამდვილი ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ჩეხურ გამოცემა „რესპეკტთან" ინტერვიუში განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.02.2020

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა სამშაბათს გამთენიისას ყველასათვის მოულოდნელად ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს და შეეცადნენ ფრონტის ხაზი გაერღვიათ. სისხლისმღვრელი ბრძოლა მიდიოდა დასახლებული პუნქტების - ზოლოტოეს, ნოვოტოშკოვის, ორეხოვოს, კრიმსკის და ვოლნის მიმართულებით. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია „ფეისბუკით" უკრაინის თვადაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
|
ტატა შოშიაშვილი 16.02.2020

ჩინეთის სასამართლომ კორონავირუსის სიმპტომების დამალვისა და ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცლებისთვის უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა დააწესა. ინფორმაცია 15 თებერვალს „ბეიჯინგ დეილიმ" გაავრცელა პეკინის სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით.
|
ტატა შოშიაშვილი 16.02.2020

„თურქეთი ამჟამად არაა იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას გააჩნია ამის საფუძველი. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველაფერს. რაც შეეხება ლიბიას, რუსეთი იქ ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს", - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მასშტაბური ომის დაწყებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ სირიის არაბული არმია და რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ იდლიბის პროვინციაში არსებულ თურქეთის სადამკვრვებლო პუნქტების ტერიტორიას.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.02.2020

რუსეთში, ორენბურგის ოლქის დაბა აკბულაკში სამხედრო დაკრძალვა გაიმართა, გავრცელბული ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა ლიბიაში მებძოლი დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის" წევრი იყოს, ამის შესახებ „ბი-ბი-სი-ს" რუსულენოვანი ბიურო იტყობინება.
|
თამარ შუკვანი 13.02.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების რეალური მიზეზი შესაძლოა გადაშენების პირას მყოფი ცხოველი - პანგოლინი იყოს. სავარაუდოა, რომ ადამიანსა და ღამურას შორის ვირუსის გადაცემა სწორედ ამ ცხოველის მეშვეობით მოხდა. ამის შესახებ საუბრობენ ის მეცნიერები, რომლებიც მომაკვდინებელი ვირუსის ცხოველურ წარმოშობას იკვლევენ, თუმცა, კვლევა ჯერ არ დასრულებულა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.02.2020

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 12 თებერვალს დონბასში კონფლიქტის მოგვარების შესახებ „მინსკი 2"-ის შეთანხმების დეტალები გაამხილა - ამის შესახებ მან გაზეთ „უკრაინსკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2020

აიოვას შტატში დემოკრატებმა შიდაპარტიული კენჭისყრის, ე.წ. კოკუსის, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მოულოდნელად ღიად გეი, 38 წლის პოლიტიკოსი პიტ ბუტიჯიჯი ლიდერობს, რომელმაც გაუსწრო ისეთ გამოცდილ კოლეგებს, როგორებიცაა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ძალიან პოპულარული, მემარცხენე სენატორი ბერნი სანდერსი.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.02.2020

საფრანგეთის პოლიცია უკვე ღიად აცხადებს, რომ გასულ კვირას ქალაქ ლილის სასტუმროში ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობა პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ მკვლელი სავარაუდოდ რუსეთიდან იყო მიგზავნილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.02.2020

სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში თურქეთის არმიამ რუსული ბაზა დაბომბა. „თურქეთის სამხედროებმა რუსული პოზიციები დაბომბეს სოფელ კაშტაარში, ალეპოს ჩრდილოეთით," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სირიის საინფორმაციო სააგენტო North Press Agency-იმ ტვიტერზე დაპოსტა. ამავე სააგენტოს ცნობით, აფეთქების დროს რუსული ჯარები ადგილზე იმყოფებოდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|