რეზონანსი 03.05.2016
მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, ოდესაში გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. რაიმე განსაკუთრებული პროვოკაცია ან შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს სამართალდამცველებისა და ქალაქში სპეციალურად შეყვანილი ნაციონალური გვარდიის დანაყოფების დამსახურებაა.
|
ვახტანგ შამუგია 22.04.2016
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ქართული წარმოშობის ერთადერთი დეპუტატი, ფედერალური კრების წევრი ლიპეცკის ოლქიდან და მმართვალი პარტია "ეძინაია რასიას" წარმომადგენელი მაქსიმილიან ქავჟარაძე რუსული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჟურნალისტები მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. მოსკოვსა და დასავლეთს შორის დღესდღეობით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კი ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა.
|
ვახტანგ შამუგია 06.04.2016
ბოლო რამდენიმე დღეა, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 2 აპრილის ღამეს დაწყებული ინტენსიური სროლა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში გადაიზარდა.
|
ვახტანგ შამუგია 04.04.2016
სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში, მთიან ყარაბაღსა და მხარეთა დაშორიშორების მთელ პერიმეტრზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მხარეები როგორც ცეცხლსასროლ იარაღს, აგრეთვე მსხვილკალიბრიან და რეაქტიული ზალპის საარტილერიო დანადგარებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, მძიმე ტექნიკას აქტიურად იყენებენ. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 1994 წელს საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტიდან პირველად დაფიქსირდა სამხედრო შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედება.
|
ვახტანგ შამუგია 23.03.2016
 პირველი აფეთქების ხმა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის რვა საათზე გაისმა. თვითმხილველთა ცნობით, მას წინ რამდენიმე გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილები უძღოდა.
|
ვახტანგ შამუგია 23.03.2016
უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ერაყელმა სამხედროებმა, ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იმავე აბუ ომარ ალ-შიშანის გვამი იპოვეს.
|
ლიკა ამირაშვილი 21.03.2016
ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის მმართველმა პარტიამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა - ცესკოს მონაცემებით, "ნურ ოტანმა" ხმების 82,15% მიიღო. მის გარდა, 7%-იანი ბარიერი კიდევ ორმა - კომუნისტურმა პარტიამ და "აკ ჟოლმა" გადალახა.
|
ვახტანგ შამუგია 21.03.2016
19 მარტს თურქეთში, სტამბულის ცენტრალურ უბანში განხორციელებულ ტერაქტს ხუთი ადამიანი შეეწირა, ოცი კი დაშავდა. საქართველოს საკონსულოს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან.
|
ინტერვიუ 10.03.2016
ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი შესაძლოა, ივნისში დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის საპასუხოდ, თავის მხრივ, ანკარამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირში მისი ტერიტორიის გავლით მოხვედრილი უკანონო მიგრანტების თურქეთში დაბრუნება. საუბარია დღესდღეობით საბერძნეთის კუნძულებზე მყოფ ათასობით ადამიანზე. სწორედ ეს იყო ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე განსახილველი მთავარი თემა.
|
ეკატერინე ბასილაია 22.02.2016
ევროპელი ლიდერები უკვე ხმამაღლა აღიარებენ, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს და ნატო-ს სახელით ისიც კი ითქვა, რომ თუ თურქეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებას თავად მოახდენს, ანკარა ნატო-ს მხრიდან უპირობო მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს.
|
ვახტანგ შამუგია 22.02.2016
კავკასიაში გამალებული მილიტარიზაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობის უკიდურესი გართულების შემდეგ გახდა.
|
ეკატერინე ბასილაია 16.02.2016
მოსკოვის კრიტიკაში ევროპა ისეთი სოლიდარული არასდროს ყოფილა, როგორც ეს იყო მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დასრულდა და უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მწვავე და კონფრონტაციული შეკრება ბოლო 5 წლის განმავლობაში, სადაც გაისმა კიდეც ფრაზები - "ცივი ომის დაწყება", "მესამე მსოფლიო ომი", "ბირთვული წვრთნები", თუ "მტკიცე პასუხი რუსეთს".
|