ლიკა ამირაშვილი 25.12.2015
თურქმენეთი დინამიკურად განვითარებად ერად ითვლება. ქვეყანა რეგიონში სპორტის სახელმწიფოს სტატუსსაც იძენს, სადაც ჯანმრთელობა და ცხოვრების სწორი წესი სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
|
ვახტანგ შამუგია 24.12.2015
რუსეთი სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ თავის სამხედრო ნაწილებს ახალი ტექნიკით აძლიერებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ და სომხურ მედიაში გავრცელდა. დეკემბრის შუა რიცხვებში სამმა უზარმაზარმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-78-მა სამხრეთის სამხედრო ოლქიდან ერებუნის აეროდრომზე ღრმად მოდერნიზებული 6 ერთეული მი-24 "ნიანგის" და ამდენივე საბრძოლო-სატრანსპორტო მი-8 ტიპის შვეულმფრენი გადაისროლა. მსგავსი ავიარეისი დეკემბრის პირველ რიცხვებშიც შესრულდა, რა დროსაც ერებუნში 7 მი-24 და 8 მი-8 ჩაიტანეს.
|
სალომე სარიშვილი 21.12.2015
რამდენიმე კვირის წინ სომხეთში ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესტური გაიმართა, რომლის მიზანიც მედიისთვის სომხეთის ისტორიული ნაწილისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა იყო. ჟურნალისტებს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ როგორც ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ნაწილს, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
|
ვახტანგ შამუგია 11.12.2015
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, უკრაინის მოქალაქე, 32 წლის ირაკლი ქუთელია დაიღუპა - მის სამხედრო აქტივობაში იყო ალყიდან გარღვევა, ტყვეობა, მოწინააღმდეგისათვის წართმეული ტანკი, თანამებრძოლთა გადარჩენილი სიცოცხლე და გმირობისა და სიმამაცის არაერთი მაგალითი.
|
ნინო ქეთელაური 08.12.2015
"უახლოეს პერიოდში რუსეთის პოლიტიკა გახდება უფრო მეტად აგრესიული და კიდევ უფრო გაიზრდება მისი სამხედრო ჩართულობა სირიის კონფლიქტში" - სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, მეზობელ სახელმწიფოებთან დაძაბული ურთიერთობა და დაკისრებული სანქციები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ვერ შეცვლის.
|
რეზონანსი 30.11.2015
თურქეთში გამომავალ გაზეთ "ჯუმჰურიეთის" მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და ამავე გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული ქალაქებში ადანაში და ჰატაიში თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ტრაილერებით იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით მომზადებული სტატიის გამო დააპატიმრეს.
|
რეზონანსი 30.11.2015
გასულ კვირას თურქეთში ხელისუფლებამ მისდამი ოპოზიციურად განწყობილი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების, ჰოლდინგ "კაინაკში" შემავალი კომპანიების მმართველობა ჩაიბარა.
|
თიკო ოსმანოვა 28.11.2015
რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულობა გრძელდება - თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის განცხადებით, მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება". ოფიციალური მოსკოვი კი თურქეთთან მომავალი წლიდან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. მოსკოვსა და ანკარას შორის მსგავსი რიტორიკის გაგრძელებას ვარაუდობენ ქართველი პოლიტოლოგები და საბოლოო ჯამში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყევტას პროგნოზირებენ.
|
ელზა პაპოშვილი 27.11.2015
ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა ახალ წლამდე სირიის პროვინცია ჩრდილოეთ ლატაკიაში ჯარი შეიყვანოს, რაც რუსეთთან მის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.
|
თაკო მათეშვილი 26.11.2015
თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვას ელოდებიან და რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის სამხედრო პასუხს გამორიცხავენ. პოლიტოლოგთა აზრით, სამაგიეროს გადასახდელად რუსეთს სხვა მრავალი ბერკეტი აქვს.
|
თაკო მათეშვილი 26.11.2015
ნავთობითა და ისტორიული ძეგლების ფრაგმენტებით ვაჭრობა, შემოწირულობები, მძევლებით მიღებული შემოსავალი, ძარცვა და გამოძალვა, სოფლის მეურნეობა - ეს ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროა. შემოსავლის უპირველესი მომტანი კი, ნავთობის საბადოებია, რომლითაც ორგანიზაციის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები საკმაოდ მდიდარია.
|
ვახტანგ შამუგია 25.11.2015
 რუსეთი თურქეთს მტრად აღიქვამს და მასთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. რუსეთიდან თურქეთში ფრენა შეწყვეტილია. რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ დააბრუნონ სამშობლოში თურქეთში მყოფი 10 ათასამდე რუსი ტურისტი.
|