ლიკა ამირაშვილი 31.03.2015 საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, - ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა.
| სალომე სარიშვილი 29.03.2015 ხვალ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წარუდგენს, სწორედ ამიტომ მოითხოვენ, რომ ყოველწლიურ ანგარიშს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრებიც დაესწრონ.
| ლიკა ამირაშვილი 27.03.2015 ხვალ თბილისში საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილი უბილეთოდ დარჩა და მათ, სავარაუდოდ, ბილეთების შეძენა დაახლოებით ორმაგ ფასად გადამყიდველებისგან მოუწევთ.
| ლიკა ამირაშვილი 27.03.2015 უდიდესი გამოწვევაა, განავითარო დემოკრატია, როდესაც საზღვრები არის მორღვეული, ტერიტორიები ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
| სალომე სარიშვილი 26.03.2015 საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტუტუტმა (შკშ) ახალი სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა, რომელთა ნაწილიც უკვე ცნობილია. ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.
| ლიკა ამირაშვილი 25.03.2015 პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასასწრებად მთავრობის სახელისუფლებო შტოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფის თაობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.
| ლიკა ამირაშვილი 24.03.2015 საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარუდგინა. "ჩვენ ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად იმისთვის, რომ აგვემაღლებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
| ლიკა ამირაშვილი 23.03.2015 21 მარტს თაისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორთა ცნობით, აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო.
| ქეთა ციცქიშვილი 21.03.2015 მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ყველა სფეროში უკუსვლა და ამისგან დაზარალებული ხალხი გახდა აქციის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, აქციაზე მიმსვლელთა მაღალი სურვილის გამო აქციის ლოკაცია შეიცვალა და რუსთაველის გამზირის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
| ლიკა ამირაშვილი 20.03.2015 რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი და ქართველი დიპლომატები არ გამორიცხავენ ორი ქვეყნის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის - შეხვედრის შესაძლებლობას.
| ლიკა ამირაშვილი 19.03.2015 "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს.
| ლიკა ამირაშვილი 18.03.2015 "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ტენდენცია შემაშფოთებელია და დასავლური ღირებულებების მქონე კოალიციის წევრებმა ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|