ლიკა ამირაშვილი 17.03.2015 საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 31 მარტს გამოვა - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტს თავად პრეზიდენტმა შესთავაზა. "დღეს შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში გამოვა 2 კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მივეცი წინასწარი თანხმობა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
| ლიკა ამირაშვილი 16.03.2015 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ "ნატო ჩვენი გზა არ არის". მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს და შესაძლოა, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება.
| ელზა პაპოშვილი 14.03.2015 პრეზიდენტის მიერ დანიშნული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო, კვორუმის არასებობის გამო ჩაიშალა. სხდომასზე მხოლოდ 31 დეპუტატი მივიდა - "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები.
| თაია არდოტელი 12.03.2015 "ჩვენ ვმუშაობთ ღიად და გამჭვირვალედ, ჩვენ ვმუშაობთ პრინციპულად, შედეგებზე ორიენტირებულად. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში მეტი ეკონომიკური საინვესტიციო პროექტი განვახორციელოთ, რათა ამით ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი და დასაქმებული ადამიანების სოციალური კეთილდღეობა გავზარდოთ", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრების წარდგენისას.
| ლიკა ამირაშვილი 12.03.2015 თბილისში 21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ აქციაზე საზოგადოების წარმომადგენლები მმართველი კოალიციისა და მთავრობის ქმედებებს გააპროტესტებენ.
| ლაშა ტუღუში 11.03.2015 ბოლო წლებში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად სამართლიანად მიიჩნევა "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების დამკვიდრება საქართველოს მედია კანონმდებლობაში. ამ კანონმა შექმნა პირობა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები დაუბრკოლებლად მიეწოდება მაყურებელს. კანონი პოზიტიურად შეფასდა არა მარტო საქართველოში, ადგილობრივი საექსპერტო წრეების, არამედ საერთაშორისო ექსპერტების მიერაც. | ლიკა ამირაშვილი 11.03.2015 "ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს ან ეკონომიკას წაადგება," - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეკითხვას, დაესწრება თუ არა პარლამენტში რიგგარეშე სესიას.
| ლიკა ამირაშვილი 09.03.2015 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
| ლიკა ამირაშვილი 09.03.2015 მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 5 მარტს პრეზიდენტისათვის ლარის კურსის სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარედგინა, რაც არ გააკეთა. ამის გამო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე პარლამენტის საგანგებო სხდომას დანიშნავს, სადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები უნდა მივიდნენ და სავალუტო სტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბარონ.
| ელზა პაპოშვილი 07.03.2015 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
| ლიკა ამირაშვილი 05.03.2015 "მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
| ლიკა ამირაშვილი 05.03.2015 ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ფული დღესაც დევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|