ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

 მმართველი პარტია ე.წ. დავით გარეჯის საქმესა და მასთან დაკავშირებულ სკანდალს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირებს და ოპოზიციის კრიტიკას ამ საკითზე კრიტიკითვე პასუხობს. ამის შესახებ ამის შესახებ სამშაბათს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ოპოზიცია თავად მართავდა აქციებს დავით გარეჯთან.

ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

 ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე, რომელმაც საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა დავით გარეჯის სკანდალზე დაკავებულ ივერი მელაშვილს, „სახეს უნარჩუნებს ქართულ სახელმწიფოს და დიპლომატიას". მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება.

ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

 დანიაში საქართველოს ელჩს აქვს სრული უფლება ადამიანური თანადგომა გამოუცხადოს მელაშვილს, თუკი ამით სამართლებრივ ასპექტებს არ დაარღვევს. გიგი გიგიაძის განცხადება იყო პასუხისმგებლიანი დიპლომატის პოზიცია, ვისთვისაც მთავარი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესი და ღირსებაა - ასე აფასებს საქართველოს ელჩის მრიდან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდაჭერას საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

მარიკა ხორავა
08.10.2020

 „ლელო საქართველოსთვის" პირველი პოლიტიკური პარტია იყო, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატითა და ჩრდილოვანი კაბინეტით წარდგებოდა. თუმცა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული. ამასობაში 4-მა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა საკუთარი პრემიერობის კანდიდატი.

ელზა პაპოშვილი
08.10.2020

არსებობს თუ არა ყარაბაღის ომის პარალლეურად საქართველოს ტერიტორიის შემთხვევით ან მიზანმიმართული დაბომბვის საფრთხე და ვის ეკუთვნის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელიც კახეთის ორ სოფელში ჩამოვარდა? ქართველი ანალიტიკოსების თქმით, ეს სავარაუდოდ აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი კამიკაძე დრონებია, რომელიც შესაძლოა სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან რადიოელექტრონული მოწყობილობებით გამოიყვანეს წყობიდან, დაამყარეს მათზე კონტროლი და საქართველოს ტერიტორიისკენ მიმართეს.

მარიკა ხორავა
08.10.2020

 ჩემთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნის დემარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილის დაპატიმრებას.

ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე შეცდომის დაშვება მიუღებელია. პროკურატურამ უნდა წარადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რადგან ეს საკითხი საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობისაა - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი თენგიზ ფხალაძე საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე „რეზონანთან" საუბრისას.

მარიკა ხორავა
08.10.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ასობით იზრდება. აჭარაში ვირუსის შემცირება შეინიშნება. ვირუსის აფეთების მორიგი კერა აჭარის შემდეგ, შეიძლება თბილისი გახდეს, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დედაქალაქში ყოველდღიურად იზრდება.

ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

 „ნაციონალურ მოძრაობას" რეაბილიტირებული მერაბიშვილი სჭირდება, რათა შემდეგი არჩევნებისთვის მოამზადოს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჩართვას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნეიტრალური ამომრჩეველის ხმების მოზიდვაზე საერთოდ არ ფიქრობს.

მარიკა ხორავა
07.10.2020

 მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება. სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმცია იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა იყო, ეს აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა სომხეთი ბრალდებას უარყოფს.

მარიკა ხორავა
07.10.2020

 ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების მიუხედავად საარჩევნო პროცესი არ გაჩერდება. 

ელზა პაპოშვილი
07.10.2020

ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომზადებული სქემა პროკურატურამ თვენახევარში გაშიფრა. გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის 2007 წელს შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები 1938 წლის რუკაზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს არ ემთხვევა და რიგი შეუსაბამობებია.      


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×