ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

 ჟენევის მოლაპარაკებები ჩაიშალა იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის დამახასიათებელი ქმედება - როდესაც ისინი ცდილობენ საქმის გაფუჭებას, მოლაპარაკებებს გაურბიან - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის ჩაშლაზე პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრობს.

ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

 როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.

ქრისტინე კაპანაძე
07.10.2020

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები იმ შემთხვევაში ვერ ჩატარდება, თუ კი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ვირუსის გაკონტროლებას. ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გლობალური ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც არჩევნების გადადების საკითხი.

მარიკა ხორავა
06.10.2020

 კორონავირუსით ინფიცირებულთა 60% აჭარაზე მოდის. რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს. სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა აჭარა ვირუსის გავრცელების კერად რჩება. ამ ფონზე ისმის ხმები ზომების გამკაცრების მოთხოვნით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად და ზოგჯერ პროტესტითაც ხვდება.

მარიკა ხორავა
06.10.2020

 სამშაბათს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სოლოდარობის ნიშნად მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად" გამართეს. გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისთვის და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება.

ელზა პაპოშვილი
06.10.2020

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი დღითი-დღე მწვავდება.  სულ უფრო გახშირდა და გაძლიერდა ორივე მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ათეულობით მშვიდობიანი ადამიანი ორივე მხრიდან უკვე დაღუპულია, მათ შორის ბავშვები. რაც შეეხება სამხედრო მსხვერპლს, ის მრავალი ასეულით და შეიძლება ათასობითაც იზომებოდეს. საკუთარ სამხედრო დანაკარგს ორივე მხარე ამცირებს, მოწინააღმდეგისას კი ბერავს, ამიტომ ამ მხრივ ზუსტი სურათის დანახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

ქრისტინე კაპანაძე
06.10.2020

 სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე თუ გადმოინაცვლებს, არჩევნების ჩატარება შეფერთხდება. განსაკუთრებული როლი ყარაბაღის ომში რუსეთსა და თურქეთს აქვთ, რადგან მათი აქტიურობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში გარდაუვალი ხდება, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ქრისტინე კაპანაძე
06.10.2020

 რუსეთის ჩარევაზე საქართველოს 31 ოქტომბრის არჩევნებში თბილისში განსხვავებული მოსაზრებებია. სამიდან ორი საერთაშორისო ექსპერტი, ვისაც „რეზონანსი" ამ საკითხზე ესაუბრა, ამ საშიშროებას რეალურად თვლის, მესამეს კი ეს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია, რადგან გაურკვეველია, ვის უნდა დაეხმაროს რუსეთი გამარჯვებაში.

მარიკა ხორავა
06.10.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 600-იანი ნიშნულის მახლობლად ფიქსირდება. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კრიტიკულ ფაზაშია და ვირუსის კონტროლი ძალიან რთულდება. გარდაცვლილთა დინამიკაც რადიკალურად იცვლება. სასწავლო პროცესი შესაძლოა კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს, რადგან სკოლებში ვირუსის მატება შეინიშნება.

ია აბულაშვილი
05.10.2020

 "დებატები წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელი პირობაა, მაგრამ დებატებზე უარს ძირითადად ხელისუფლება ამბობს და არ ცდილობს საარჩევნო დებატების ვალდებულება იკისროს"-აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია დებატების გამართვასთან დაკავშირებით საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
05.10.2020

გაგვექცა  თუ არა კორონავირუსის მართვა - ყოველდღიურად ქვეყანა  მოსახლეობის დაინფიცირების რეკორდულ ნიშნულს აღწევს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, როდემდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას  და გაივლის თუ არა საქართველო ყველა ევროპული ქვეყნების გზას, რომლებმაც ეს პირველი ტალღის დროს უკვე გამოსცადეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×