მარიკა ხორავა
03.10.2020

 კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უახლოესი კვირის განმავლობაში დააკვირდება ქვეყანაში ეპიდსიტუაციას და ამის შემდეგ შესაძლოა თბილისის სკოლებში 1-დან მე-6 კალასამდე მოსწავლეებიც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ინფორმაცია „რეზონანსთან" საუბარში ნაწილობრივ დაადასტურა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ქრისტინე კაპანაძე
02.10.2020

 კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „კავკასუს ონლაინში", რომელიც რეგიონში ინტერნეტმომარეგების მთავარი წყაროა, დროებითი მმართველი დანიშნა. კომისია შიშობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეს ობიექტი შეიძლება უცხო ქვეყნის ხელში გადავიდეს და წერტილი დაესვას მისწრაფებას მაღალტექნოლოგიური რეგიონული ჰაბის საქართველოში განთავსებაზე.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2020

თუ ანალიტიკოსების პროგნოზს დავეყრდნობით, „ძალა ერთობაშიას" პროპორციული სიიდან შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პირველი ოცეული შევიდეს, თუმცაღა სიას თუ გადავხედავთ, ოცეულს ქვემოთ საკმაოდ სტაჟიანი წარმომადგენლები არიან და შესაძლოა ახალ პარლამენტში ისინი ვერ ვიხილოთ.

მარიკა ხორავა
02.10.2020

 „შესაძლოა განცხადება უშუალოდ არჩევნებს უკავშირდებოდეს, მაგრამ დაპირება უკვე ითქვა. მმართველმა პარტიამ პირველად განაცხადა და აუცილებელია მივყვეთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც მედია და ვნახოთ, რამდენად შესრულდება ეს ყველაფერი," - ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2020

„ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკება, რომ აზერბაიჯანს რაღაცა მცირედი მაინც შეუნარჩუნონ. პოზიციები ცალსახად თანაბარია, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს უმკლავდებიან, ორივე მხარე ხვდება, რომ ერთპიროვნულ, ცალსახა უპირატესობას ვერავინ ვერ მოიპოვებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტში საქართველომ მკაცრად უნდა დაიცვას ნეიტრალიტეტი.

ქრისტინე კაპანაძე
02.10.2020

 სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ყარაბაღის ომი დღითიღე მწვავდება. დაპირსპირებული მხარეები ყოველდღიურად ადანაშაულებენ ერთმანეთს სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ვრცელდება ინფრომაცია დაღუპული ჯარისკაცების შესახებაც. რა ვითარება ყარაბაღის ომში და სარგებლობენ თუ არა დაპირსპირებული მხარეები უპირატესობებით ამ საკითხზე „რეზონანსთან" სამხედრო ჟურნალ არსენალის მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარეები მტრის დანაკარგის გაზრდის ფონზე, საკუთარს ამცირებენ.

ია აბულაშვილი
02.10.2020

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რომელიმე პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ", 40%-იანი ჩამკეტი ბარიერი გადალახოს,მაგრამ „ოცნება" მაინც პირველ ადგილზე გავა და იძულებული იქნება, ერთიანი კოალიციური მთავრობა შექმნას. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება, შეიძლება ახალი არჩევნები დაინიშნოს" - ასეთია კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის პროგნოზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
02.10.2020

 „ნაციონალური მოძრაობა" ჩარჩენილია ძველ დროში და უნდა მხოლოდ მიშა, მაგრამ მიშა რომ გაყოლილია მტკვარსდა მინგიჩაურის წყალსაცავშია, ეს ვერ გაითავისეს. იციან, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და ტემპერატურისასაწევად დარჩათ მხოლოდ პროკაციების მოწყობა," - აცხადებს პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებზე საუბრისას, რაც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხდებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2020

თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების ჩხრეკვა ჩატარდა.

ქრისტინე კაპანაძე
01.10.2020

 „ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სიის 1-ელ ნომრად ყველასთვის მოულოდნელად მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე დაასახელა. თინა ბოკუჩავამ ეს იმით ახსნა, რომ „კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლოა".

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2020

რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მწვავე სცენარზე აქტიურად ალაპარაკდა, საუბარია იმაზე, რომ კონფლიქტში ფედერაციის ჩართვის შემთხვევაში, სომხეთში რუსული გიუმრის სამხედრო ბაზის საბრძოლო ტექნიკით გაძლიერება და მომარაგება მოუწევს. რუსმა ჟურნალისტმა გადაცემა „60 წუთის" წამყვანმა ევგენი პოპოვმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ექსპერტის რეპოსტი, სადაც სომხეთში რუსული ბაზის მომარაგების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცეზე თავდასხმაა შეთავაზებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×