თამთა ჩაჩანიძე 23.06.2020

მსოფლიოში კორონავირუსულ შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად მატულობს, ისრაელმა და სამხრეთ კორეამ კორონავირუსის მორიგ შემოტევას მეორე ტალღის კვალიფიკაცია მიანიჭეს, რის შესახებაც უკვე ოფიციალურად განაცხადეს. ზედიზედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება, რის შედეგადაც ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს გადასცდა.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2020

რუსმა ოკუპანტებმა ქართველების გატაცება ახლა კახეთიდან დაიწყეს. 23 წლის დავით ვარდოშვილი 13 ივნისს რუსებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის და მისი მეზობელი ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რუსებმა მწყემსი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2020

4-დღიანი უწყვეტი ძებნის შედეგად 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მყვინთავებმა არაგვის ხიდთთან გარდაცვლილი იპოვეს. თავადპირველად ხიდის მოაჯირზე მაშველებმა ახალგაზრდის ჩანთა ნახეს, ამის შემდეგ კი მისი ძიება არაგვის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. სავარაუდოდ, არსებობენ, თვითმხილველებიც, რომლებმაც დაინახეს, კლდიდან ბიჭი როგორ გადავარდა. ახალგაზრდის ცხედრის ამოსვვენება უკვე მოხდა.
|
ტატა შოშიაშვილი 21.06.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანში სიტუაცია სულ უფრო და უფრო მწვავდება. ათასობით დაავადებული, ასობით ლეტალური შედეგი, გაგრძელებული კარანტინი, სიტუაციის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა, საავადმყოფოებში პაციენტებისთვის საჭირო ადგილების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ. - ყველა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელთა ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. 21 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 916 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო აზერბაიჯანში კი - 5 574.
|
რეზონანსი 21.06.2020

საქართველოში ამჟამად COVID-19-ის პანდემის გამო კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ძირითადად სასტუმროებში, სადაც მოქალაქეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ნომრებში და გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებული არიან. ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „რეზონანსთან“ იმ პირობების შესახებ ყვება, რომელიც საკარენტინზე ზონებშია შექმნილი.
|
ტატა შოშიაშვილი 20.06.2020

„ბოლომდე არ ვეთანხმები და, რა თქმა უნდა, ვერც უარვყოფ. ჯერ არ ვიცით, რა გველის მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა საკუთრივ საქართველოში დამაკმაყოფილებელია", - ასე აფასებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორის შემაშფოთებელ განცხადებას, რომ სამყარო კორონავირუსის ეპიდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ის კვლავ მომაკვდინებელია.
|
ელზა პაპოშვილი 17.06.2020

ბოლო დროს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერტურის აწევის პარალელურად, ვითარების დაძაბვა მედიაშიც დაიწყო. უკვე ღიად ხდება დაპირისპირება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ მედიასაშუალებებს შორის. ანალიტიკსოები ამბობენ, რომ მსგავსი დაძაბულობა ჟურნალისტებს შორის არასდროს ყოფილა. მათი თქმით, მედიასაშუალებები ორ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა და ყველა მათგანში ჟურნალისტების პოლიტიზირება მოხდა, ეს კი საკმაოდ მძიმე მოვლენაა, რადგანაც საზოგადოება ასეთი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას კარგავს. რაც პირველ რიგში ზიანს სიტყვის თავისუფლებას აყენებს.
|
ელზა პაპოშვილი 16.06.2020

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმესი განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20 წლით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
|
ელზა პაპოშვილი 15.06.2020

გადაიდება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და რა სახის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს ქვეყნაში, რომ ამის აუცილებლობა გახდეს. ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ კი ოქტომბერში მეორე ტალღა იქნება, მაშინ, შესაძლოა არჩევნების დეკემბრისთვის გადაიდოს. თუმცა დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით არჩევნების გადადების აუცილებლობა არ არის.
|
ელზა პაპოშვილი 15.06.2020

ვინ არის ქავთარაძეზე დაკავებული ეროვნებით ჩეჩენი აჰმედი ცნობილია - ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია, რომელიც საქართველოში მოგონილი სახელით და საქმიანობით ცხოვრობდა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას უსაფრთხოების სამსახური ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
|
ტატა შოშიაშვილი 13.06.2020

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატი კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე და რა პირობებში ხდება ეპიდემიის გაცრცელება ყველაზე სწრაფად. კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, 50 მსხვილ ქალაქში ჩატარდა და მისი შედეგები ამერიკის სამდიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.06.2020

კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებში შესაძლოა მწვავე პანკრეატიტი-კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება განვიტარდეს - ამ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისის ქალაქ ლივერპულში მდებარე ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერები. კორონავირუსული ინფექციის ახალი სიმპტომი - მწვავე პანკრეატიტი ძირითადად ჭარბწონიან ახალგაზრდა მამაკაცებშია, ექიმებმა დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მარალი დონე უფიქსირდებათ, რაც პანკრეატიტის შედეგადაა გამოწვეული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|