ელზა პაპოშვილი 01.06.2020

უკანონო პატიმარი თუ ე.წ. კანონიერი ქურდი - ვინ არის მინდია გორაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში მეტსახელად „ლავას ოღლ ბატუმსკად“ მოიხსენიებენ. 39 წლის ბათუმელი გორაძის მხადასაჭერად 1-ელ ივნისს მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან გამართეს. მანამდე კი აჭარის ტელევიზიასთან და თურქეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2020

ბათუმში, გუშინ ხმაურიან აქციაზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი დასრულდა - მათგან სამს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ორის პროცესი კი გადაიდო.
დაკავებულების განცხადებით, სამართალდამცველებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რითიც დასტურდებოდა მათი დანაშაული და მოსამართლემ პროცესის გადადება სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2020

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა 22 მაისს ჩხოროწყუში მოხდა. მას გამოძიება 22 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობას ედავება.
„რეზონანსს“ მამაკაცის ადვოკატი სოსო ჯალაღონია უყვება, რომ დაკავებულმა ნაცნობი გოგონასთვის სიყვარულის ახსნა და ფიზიკურად მიახლოვება სცადა. ის აღიარებს, რომ გოგონასთვის ხელით შეხება უნდოდა, თუმცა გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა. შესაბამისად, მას გოგონაზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2020

მსხვერპლი თუ შანტაჟისტი, რომელიც ფულის გამო პროვოკაციაზე წავიდა -საქართველოში ნომერ პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ვნებათაღელვა არ წყდება, ვისაც ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2020

მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. გორში სუხიშვილების ქუჩაძე 28 წლამდე ქალი, საკუთარმა ქმარმა სახლში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია რეალურად რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.
|
ელზა პაპოშვილი 24.05.2020

ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში 29 წლის ილია ჯიბლაძეს გლოვობენ. მის სასტიკად მკვლელობაში საკუთარი მამა 49 წლის მამუკა ჯიბლაძეა ბრალდებული. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამა შვილს ზურგიდან მიეპარა და დანით ნეკნის და ფილტვის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზევე დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს ცოლი და 4 წლის შვილი დარჩა, რომელიც შშმ-პირია. 29 წლის ჯიბლაძეს ასევე 7 წლის ძმა ჰყავს.
|
ტატა შოშიაშვილი 24.05.2020

მეცნიერებმა კორონავირუსის გლობალური პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი გამოთვალეს - ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი" წერს სინგაპურის ტექნოლოგიისა და დიზაინის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედგებზე დაყრდნობით.
|
ტატა შოშიაშვილი 24.05.2020

კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტი პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 11 დღის გასვლის შემდეგ გარშემომყოფებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდი რჩება ვირუსის მატარებლად და შესაძლოა გარშემო მყოფები დაასნებოვნოს, სინგაპურის ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის მეცნიერების მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.
|
ელზა პაპოშვილი 23.05.2020

ჩოხატაურში საზოგადოებრი ცენტრში არსებული ბანკომატი ააფეთქეს - შემთხვევა სოფელ კოხნარში, კომენდანტის საათის დროს, 22:30 საათზე მოხდა. აფეთქებამ ცენტრის შენობა საკმაოდ დააზიანა. ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ცენტრში ინვეტარი და ჭერი. დამნაშავეების მთავარი სამიზნე „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი იყო ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკომატიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2020

უმძიმესი დანაშაული გურიაში-ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში 49 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 29 წლის შვილი დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მკვლელობის თვითმხილველები ახალგაზრდა ბიჭის დედა და ბებია არიან. მეზობლებმა ამ საზარელი დანაშაულის შესახებ მათი ყვირილის შედეგად გაიგეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ეზოში შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის წინ სისხლში იწვა და უგონო მდგომარეობაში იყო. მას მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
|
ელზა პაპოშვილი 19.05.2020

ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სორდიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული და ის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ოჯახში ძალადობის მუხლით სცნო.
|
ელზა პაპოშვილი 18.05.2020

შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებად “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ვიხილოთ. ამის შესახებ ისინი მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ კი ასეთი შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იქნება, ამისთვის მზად არიან. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა ბრძოლის წინა ხაზი მაჟორიტარებზე გადის და ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|