რეზონანსი 17.05.2020

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელსაც COVID-19-ის 100%-ით ბლოკირების უნარი აქვს. ბიოფარმაცევტული კომპანია Sorrento Therapeutics-ის მკვლევარების აღმოჩენის შესახებ „ფოქს ნიუსი" იუწყება.
|
ელზა პაპოშვილი 16.05.2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროს თანამშრომელმა 29 წლის ბერიკა გულიაშვილმა თავისი ცვლის უფროსი ხვიჩი ცაცვიძე დანით დაჭრა, დაპატიმრების შემდეგ კი საჩხერის პოლიციის განყოფილებაში მოუვიდა კონფლიქტი. შსს-ს ცნობით, იგი პოლიციელს დაესხა თავს, არაოფიციალური ინფორმაციით კი, იგი პოლიციის უფროსს მისსავე კაბიონეტში ფიზიკურად დაუპირისპირდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.05.2020

იტალიელმა ექიმებმა ბავშვებში აღმოაჩინეს უცნაური ანთებითი სიმპტომები, რომელსაც სავარაუდოდ კორონავირუსი პროვოცირებს და რომელიც ძალიან წააგავს ე.წ. კავასაკის სინდრომს. თებერვლიდან აპრილამდე ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში, სადაც პანდემიის დიდი ტალღა იყო, ათ ბავშვს სწორედ ეს სინდრომი განუვითარდა. ეს შემაშფოთებელი ცნობები ახლახან ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში" დაიბეჭდა.
|
ელზა პაპოშვილი 15.05.2020

2020 წლის სასწავლო წელი აკადემიუ წლად არ გამოცხადდება და ყველა სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებს კურსი ჩაეთვლებათ. ასევე არ შეიცვლება ეროვნული გამოცდების განრიგი და თვე.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ასევე 2019-2020 სასწავლო წლის შეფასების ახალ მოდელზე ისაუბრა და რამდენიმე არტელნატივა წარმოადგინა.
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2020

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო. განაჩენის გამოხადებას გოგონას ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 13.05.2020

სექსუალური ძალადობა 6 წლის ბავშვზე, რომელშიც ბრალდებული მისივე ნათესავია. უმძიმესი დანაშაული ლაგოდეხში 9 თვის წინ მოხდა. ბავშვი ამტკიცებს, რომ მასზე პაპის ძმამ 58 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. ამის შემსწრე ასევე არის მისი თანატოლი და მეზობელი ბავშვი, რომელიც მსხევრპლის მონაყოლს ადასტურებს.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2020

განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება - 16 თებერვალს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ ახალი ვიდეო მტკიცებულებები საჯაროვდება. ამის შემდეგ კვლავ ისმის კითხვები - არის თუ არა ყოფილი სამხედრო და 2008 წლის ომის მონაწილე მერაბ კობიაშვილი დამნაშავე 28 წლის თამაზ გომართაშვილის განზრახ მკვლელობაში, თუ იგი უბრალოდ თავს იცავდა.
|
ელზა პაპოშვილი 11.05.2020

უკვე მეორე დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დიდი ტრაგედია ტრიალებს - სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა და თვითმკვლელობა სოფელ ნიგვზიანში დღის პირველ ნახევარში მოხდა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებაინ, მამაკაცი სავარაუდოდ, მეზობლის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხოლო როდესაც გაიგო, რომ მეზობელი მოკლა, სახლში შებრუნდა და იმავე სანადირო თოფით თავი მოიკლა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2020

თამბაქოს მოხმარებასა და კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩატარებული კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მეცნიერულ დადასტურებად, რომ მწეველები კოვიდ-19 ინფექციით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე არამწეველები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარიან ვან კერკხოვმა განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 09.05.2020

სისხლიანი დაპირიპირება თბილისში ყაზბეგის გამზირზე მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია შუახნნისმამაკაცი, რომელიც ყაზბეგის 34 ნომერში, ყოფილ შანხაის შენობაში მეზობლებმა მოკლული იპოვეს. „რეზონანსთან“ ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ მამაკაცს ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სავარაუდოდ, მკვლელობა კომენდატის საათის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო, თუმცა ქუჩის მცხოვრებლეებს ხმაური ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
|
ია აბულაშვილი 08.05.2020

"ბიძინასაც რომ ჰყავდეს ერთი ასეთი კიკაბიძე ურიგო არ იქნება, შემოკრებილი რომ ჰყავს ისეთი ხალხი, უსაპნოდ რომ უძვერებიან, ეგენი იქნებიან პირველები, ვინც ბიძინას გაყიდის," - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2020

დაახლოებით 2 თვის წინ გუდაურში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა, გამოძიებამ 6 პირს ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა.
ასევე ბრალი დაუმძიმდა ყოფილ სამხედროს მერაბ კობიაშვილს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ყოფილ სამხედროს გუდაურში 7 ადამიანი თავს დაესხა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. კობიაშვილმა თავის დაღწევის შემდეგ კი ავტომობილიდან კუთხვნილი ირაღი ამოიღო დაა 28 წლის ბარმენი მოკლა, ხოლო მის მეგობარი ფეხში დაჭრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|