მარიამ მაჭავარიანი
29.11.2016

 მთავრობაში ხუდონჰესის ახალი პროექტის შემუშავებაზე ალაპარაკდნენ. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, ამჯერად საუბარი აღარ მიდის ადგილობრივი მოსახლეობის აყრა-გადასახლებაზე. ზუსტი ინფორმაცია ჯერ არავის აქვს, მაგრამ დაპირისპირებული მხარეები საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან.

ია აბულაშვილი
28.11.2016

 მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერი, კუბის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ფიდელ კასტო 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ძმამ, კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ გაავრცელა.

მარიამ ელიაშვილი
28.11.2016

 2007 წლის აპრილში ნასას როვერმა მარსის ერთ-ერთ არეალზე ("ჰოუმ ფლეითზე" - ვულკანის ამოფრქვევის ნარჩენი, რომელიც დროთა განმავლობაში გამოიფიტა) კვარცით მდიდარი კვანძები იპოვა, რომლის მსგავსიც გეოლოგებმა დედამიწაზე ელ ტატიოს ცხელი წყაროების შესწავლისას ახლახან აღმოაჩინეს.

მამუკა ნაცვალაძე
28.11.2016

 ოქროს ხანის საქართველოს ისტორიის ფონზე რუსუდანის მეფობა შავ ლაქად დააჩნდა ჩვენი ქვეყნის წარსულს. ლაშა გიორგისაგან საკუთარი მემკვიდრის დავით ულუს სრულწლოვანების მიღწევამდე დროებით დანიშნულ მეფეს ნამეტანი გაუტკბა სამეფო ტახტი.

მამუკა ნაცვალაძე
26.11.2016

 საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა გიორგი ბრწყინვალე. მან ქართველ მეფეთა კოჰორტაში თავი გამორჩეული დიპლომატიის წყალობით დაიმკვიდრა. ცოტა ხომ არ გახლდათ - მონღოლები, რომელნიც თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თარეშობდნენ საქართველოში, ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევდა იმ დროინდელი მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, ისე დაამარცხა და ისე დაატოვებინა საქართველო, ერთი ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

ელზა პაპოშვილი
26.11.2016

 სამეგრელოს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ჩაცმის თავისუფალი სტილი დასაშვები არ არის. ის მოსწავლე კი, რომელიც სკოლის შინაგანაწესს არ ემორჩილება, გაკვეთილებზე არ დაიშვება. გადაწყვეტილება ახალ აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე ძალაშია.

სოფო ჩხიკვაძე
26.11.2016

 მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები. დღეს მამაკაცებთან ერთად აზარტულ დაწესებულებებს ქალბატონებიც ხშირად აკითხავენ. ზოგიერთები უკვე წლებია თამაშობენ. არიან ისეთი ქალები, რომლებმაც კაზინოში უძრავი ქონებაც კი ჩატოვეს.

ნათია ლომიძე
26.11.2016

 ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მიერ დაზარალებული მსესხებლების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. მოსახლების ნახევარზე მეტი მათ გაუქმებას ითხოვს. სპეციალისტები ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთის გამო დაზარალებული მსეხებლების რაოდენობას საგანგაშოდ მიიჩნევენ. ისინი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ სასწრაფოდ რეგულაციები დააწესონ.

მარი ჩიტაია
26.11.2016

 სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. მართალია, მერია ირწმუნება, რომ ტარიფი არ მოიმატებს, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარდაა. როგორც დადასტურდა, "თბილისის მიკროავტობუსმა" მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე მუნიციპალიტეტს შეტყობინება გაუგზავნა. კომპანია ტარიფის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს.

ია აბულაშვილი
26.11.2016

 მე-19 საუკუნის თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ამიტომ თავს აღარ შევაწყენთ ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსნოთ რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც ატარებდნენ დროს თბილისელები და ქალაქში დროებით ჩამოსული სტუმრები.

ია აბულაშვილი
25.11.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი ფაქტობრივი მასალა არსებობს საქართველოში ლითონის დამამუშავებელი კერების არსებობაზე, მეტალურგიული წარმოების განვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო მეტალურგიის უძველესი კერაა მსოფლიოში; რომ ქართველებს ლითონთა დამუშავების მრავალი ისეთი ხერხი სცოდნიათ, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს ამ დარგის სპეციალისტები.

მარი ჩიტაია
24.11.2016

 ხალხი მსხვილ შენაძენს ვეღარ აკეთებს. სავალუტო კრიზისმა და შესაბამისად, მსყიდველუუნარობამ ქვეყნის უძრავ-მოძრავ ბაზარს საგრძნობი ზარალი მიაყენა. თვიდან თვემდე იკლებსუძრავი ქონებისა და ავტომობილების რეალიზაცია. როგორც აღმოჩნდა, ორივე მიმართულებით ფასი 15%-ითაა შემცირებული, ხოლო გაყიდვის მოცულობა განახევრდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×