თეო გუდავაძე
12.11.2016

 დღესდღეობით საქართველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ან მომსახურებას სტუდენტებს ფასდაკლებით სთავაზობენ, თუმცა ამის შესახებ ძალიან ბევრმა არ იცის. სტუდენტებს შეღავათს სთავაზობენ თეატრები, ესთეტიკური სალონები, კლინიკები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, კვების ობიექტები და ა.შ.

სალომე სარიშვილი
11.11.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯლავას განცხადებით, შესაძლოა მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე ბარიერი მოიხსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა სხვა აქტივობებით ექნება.

მარი ჩიტაია
11.11.2016

 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. განათლების სფეროს ექსპერტების აზრით, უფასო წიგნებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება. მართალია, განათლების სამინისტრო ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ სახელმძღვანელოების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებისთვის ფასიანი გახდება.

გვანცა ღვედაშვილი
10.11.2016

 ნინი ქეთელაური

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ნიშნული რომ კრიტიკულ ზღვარს აღწევს, სპეციალისტების თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკონტროლო საწვავია. როგორც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, საწვავის კონტროლი შერჩევითი პრინციპით 9 კომპანიას ჩაუტარდა, სადაც სახელმწიფოს დადგენილი ნორმების გადაცდენას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მათივე თქმით, ეს კვლევა ჰაერის დაბინძურების რეალურ სურათს ვერ ასახავს.

ნათია ლომიძე
10.11.2016

 ტექნიკის მაღაზიები კრიზისში არიან, უმრავლესობა კლიენტების შემცირებას უჩივის. მძიმე ვითარებას ებრძვიან დიდი ქსელები და სხვადასხვა ფასდაკლებით მომხმარებელთა წახალისებას ცდილობენ. კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ წინასაახალწლოდ ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

თამარ მუკბანიანი
10.11.2016

 "სითი პარკის" მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს კიდევ ერთი დაემატა. მომხმარებელი გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის, ვის იმედად ტოვებს ავტოსადგომზე საკუთარ მანქანას. მანქანები მფლობელს დაზიანებული ხვდება, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ აგებს.

მამუკა ნაცვალაძე
10.11.2016

 ქრისტესშობიდან 144 წელს რომს ქართლის მეფე ფარსმან ქველი ესტუმრა. დიდი პატივით შეეგება მარადიული ქალაქის საიმპერატორო კარი ქართველთა დელეგაციას, ფარსმანს თან შვილები და მეუღლე ახლდა.

ელზა პაპოშვილი
09.11.2016

 საზარელმა დანაშაულმა, რომელიც თბილისში 19 ოქტომბერს მოხდა და მას შინაგან საქმეთა სამინიტრომ რიტუალური მკვლელობის კვლიფიკაცია მიანიჭა, მთელი საზოგადოება შესძრა და კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ პრობლემის ირგვლივ, რასაც ახალგაზრდების სექტაში გაწევრანება და მისი წესებით ცხოვრება ჰქვია.

ნათია ლომიძე
09.11.2016

 მანქანების ტექნიკური დათვალიერება 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ავტომობილის ტექდათვალიერება და ვის როგორი შეღავათი ექნება ავტომობილის წლოვანების მიხედვით. სპეციალისტები ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების შემოწმების დროს მათი მფლობელების წახალისებას არ გამორიცხავენ. ისინი კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

თეო გუდავაძე
09.11.2016

 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტიპის პროდუქციის ხარისხი სულ უფრო ეცემა. ხალხი ჩივის, რომ, რაც არ უნდა შეიძინონ, მწყობრიდან მალე გამოდის, შესაბამისად, ხშირად უწევთ ერთი და იმავე ნივთის ყიდვა. თუკი ადრე შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობდნენ მეტ-ნაკლებად ხარისხიან საქონელს, ახლა იმავე ფასად ერთჯერადი საქონლის ყიდვა უწევთ.

ია აბულაშვილი
09.11.2016

 ქართული ოქრომჭედლობის შესახებ, ბევრი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკიხველს გვინდა შევახსენოთ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში შექმნილი ოქროსა და ვერცხლის იმ უნიკალური ნაკეთობების შესახებ, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს უტოლდება, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძის მიერ მოწოდებული მასალები.

მარიამ მაჭავარიანი
08.11.2016

 წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თბილისი არ იყო თავკომბალა ქალაქი, ხალხი სოფლებს არ ტოვებდა და მამა-პაპისეულ კერა არ აციებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 1/3 საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობს. ევროპის მასშტაბით ასეთი სულ 7 სახელმწიფოა და მათგან ორი (თბილისი და ერევანი) სამხრეთ კავკასიაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×