ელზა პაპოშვილი 02.03.2020

საბერძნეთში 60 წლის ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა - მან საწამლავი დალია და რამდენიმე დღის განმავლობაში ათენის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა, თუმცა, მედიკსოებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. „რეზონანსთან“ ემიგრანტები ყვებიან, რომ ქალმა საწამლავი ბულინგის და დამცირების გამო დალია, რადგანაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით გავრცელდა.
|
ალექსანდრე კორტავა 01.03.2020
|
ელზა პაპოშვილი 29.02.2020

ორ დღეში საკუთარი ოჯახის ამოხოცვის ორი შემზარავი ფაქტი - საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორმაგი მკვლელობები დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა თბილისში მოხდა, როდესაც 18 წლის ბიჭმა ნაძალადევში მძინარე დედა და ბებია ნაჯახით დახოცა; მეორე ფაქტი კი დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტაში, როდესაც 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. თუმცა დის მიმართ ცივი იარაღიც იყო გამოყენებული და მედიკოსების თქმით, ის ფაქტობრივად დანით იყო დაჩეხილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.02.2020

„ეს ერთი შემთხვევა შეიძლება სამედიცინო კვლევით დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შინაური ცხოველები ვირუსის წყაროა"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2020

საზარელი მკვლელობა მოხდა დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში. 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილი პოლიციამ სახლშივე დააკავა. მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ მათ სახლიდან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მამაკაცმა ოჯახის წევრები სანადირო თოფით გამთენიისას დახოცა. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში დაიღუპა. ის საავადმყოფომდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანეს, მედიკოსების თქმით, მას გული გაუჩერდა. გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2020

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა. 28 წლის გიორგი ჯაბნიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მუცელში ჰქონდა მიყენებული, ის ადგილობრივ კლინიკაში ოპერაციისას გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2020

საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების კიდევ ერთი ფაქტი - გორის მუნიციპალიტეტიდან ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2020

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს. კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და მან მსჯავრი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა.
|
ელზა პაპოშვილი 26.02.2020

რა გახდა თბილისში 18 წლის ახალგაზრდას მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობის მიზეზი, გამოძიება ახლა ამის გარკვევას ცდილობს. ბებიის და დედის ნაჯახით დახოცვაში ბრალდებული 18 წლის მიხეილ ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ის დედის და ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რამაც ამ სასტიკი დანაშაულისკენ უბიძგა.
|
თამარ შუკვანი 26.02.2020

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიის და დედა-ენის შემდეგ, ქართულ მრავალხმიანობასა და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას)" მიენიჭა, რაც, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.
|
ნატა თვაური 25.02.2020

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ვეღარ ხერხდება და როგორც ჩანს, მსოფლიო თანდათან უახლოვდება გლობალური პანიკის ზღვარს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი ჩინური წარმომავლობის მოქალაქეებს დაუფარავი შიშით უყურებს და მათ იზოლირებას ითხოვს; ხალხი მასიურად წინასწარ იმარაგებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ჰიგიენის საშუალებებს, სამედიცინო ნიღბებსა და მედიკამენტებს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიისათვის უნდა მოვემზადოთ.
|
ელზა პაპოშვილი 25.02.2020

საზარელი მკვლელობა თბილისში - 19 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ბებია და დედა მძინარეები ნაჯახით საწოლში დახოცა. პოლიციამ ეს სასტიკი მკვლელობა ცხელ კვალზევე გახსნა და ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა სახლთანვე დააკავა. ეს საზარელი ფაქტი კი ზაზაშვილის ქუჩაძე, ნაძალდევის რაიონში ღამის 3 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ქუჩა ღამით თავად ახალგაზრდა ბიჭის ყვირილმა გააღვიძა იგი გვიან ღამით სახლიდან გამოვარდა და ყვიროდა, რომ მან დედა და ბებია დახოცა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|