ელზა პაპოშვილი 05.02.2020

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მცხოვრები სამოქალაქო პირი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა მონასტრის კელიაში მოხდა და ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდნენ და ბერებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 05.02.2020

თბილისში, ნაძალადევის რაიონიში, ზესტაფონის ქუჩაზე , მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზევე დაღუპა, მეორე კი ამდრომდე მართვის სუნთქვაზე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა სასწრაფო ოპრეცია დაიწყონ. მუშას სხეულის მიდამოებსა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.
|
ელზა პაპოშვილი 03.02.2020

რა მოხდა 2 თებერვალს საღამოს მაჩაბელის ქუჩაზე-სუიციდის მცდელობა თუ კრიმინალური ფაქტი. მაჩაბელის ქუჩის 7 ნომერში მეზობლებმა სროლის ხმა გაიგონეს, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ მათი მეზობელი 37 წლის მამაკაცი და მისი დეიდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები იყვნენ. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მომხდარის ორი ვერსია არსებობს.
|
ტატა შოშიაშვილი 02.02.2020

რუსეთის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში რეზონანსული სკანდალია - დეპარტამენტის რამდენიმე ხელმძღვანელი „კანონიერი ქურდისგან" 400 ათასი დოლარის ქრთამად მიღების ბრალდებით დააკავეს. რუსულ მედიაში გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, „კრიმინალურმა ავტორიტეტმა" თავად დაწერა განცხადება ძალოვნების მისგან თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 01.02.2020

თურქეთში მოკლული 53 წლის ქართველი ემიგრანტის ირმა კრავეიშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსი“ თურქეთში მცხოვრბ ემიგრანტებს ესაუბრა, რომლებიც კრავეიშვილის მკვლელობის შესაძლო ვერსიებზე საუბრობენ. ემიგრანტები აცხადებენ, რომ გამორიცხულია ქართველი ქალის მიმართ ვინმეს შურისძიების მოტივი ან სხვა რაიმე პირადი კონფლიქტი ჰქონოდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2020

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს, რომელიც თურქული მედიის ინფორმაციით, ავტომობილში 2 თურქ მეგომართან ერთად ჩაცხრილეს.
|
ია აბულაშვილი 31.01.2020
ეპიდემიებმა მსოფლიოში ფეხი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოიკიდა, თავდაპირველად "შავი ჭირის" სახელით ცენტალური აზიიდან ევროპიაში შევიდა. წინა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი გზა კი საქართველოზე გადიოდა, რა თქმა უნდა, ამ საშინელი დაავადების გავრცელებას ვერც ჩვენი ქვეყანა ასცდებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 31.01.2020
ძარცვა 90 წლების სტილში - თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გაძარცვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ დილით სამსახურში წასასვლელად გამოსულებს ავტომობილებიდან აკულმიატორები ამოღებული დახვდათ.
|
ელზა პაპოშვილი 30.01.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
|
თამარ შუკვანი 29.01.2020

დაუდგენელი კორონავირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა, საქართველოში მედიასაშუალებებით, ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაცია ვრცელდება და ამა თუ იმ ტერმინის გამოყენება არასწორად ხდება. ამის შესახებ „რეზონანსს" ქიმიის ბაკალავრი, მიკრობიოლოგიის მაგისტრანტი მირანდა ჭელიძე ესაუბრა. მისივე თქმით, მსგავსი სტატიები ვითარებას უფრო ამწვავებს და გაუგებარი თემები პანიკის საბაბი ხდება.
|
ელზა პაპოშვილი 29.01.2020

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - გამოძიება არკვევს რა მოხდა რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა. ერთი ვერსიით, გოგონა კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, მეორე ვერსიით - ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ის 17 წლის ნინი წიკლაურია, რომელიც რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.01.2020
ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსზე ინტერნეტით ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო ერთი პიროვნება დააპატიმრეს - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინჰუა"ავრცელებს. მათივე ცნობით, იგივე ქმედებისათვის მოხდა კიდევ 6 მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება, 34-ს კი ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაუტარეს
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|