ელზა პაპოშვილი 14.02.2020

მკვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში. 60 წლის ქალი მეზობლებმა ქუჩაში მოკლული იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით ჭრილობები აქვს მიყენებული. ადგილობრივი მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ყაჩაღობას ასახელებენ.
|
ელზა პაპოშვილი 13.02.2020

ცოლზე ძალადობის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი, რომელიც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. ახალციხის რაიონში სოფელ სვირში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრუწლოვან შვილს და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა. მათ ნაჯახით და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდათ.
|
ელზა პაპოშვილი 13.02.2020

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 13 000 დოლარი ახალშობილის სანაცვლოდ - ამ მძიმე დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია 7 ადამიანი და მათ შორის ჩვილის დედაც. ასევე დაკავებულთა შორის ის გინეკოლოგები არიან, რომლებმაც ქალი ამშობიარეს. ჩვილის დედას ირმა მაისურაძეს სასამართლომ გირაოს სახით 2 000 ლარი შეუფარდა, თუმცა, უსახსრობის გამო მან ეს თანხა ვერ გადაიხადა და პატიმრობაში რჩება.
|
ელზა პაპოშვილი 12.02.2020

ორ ექვსი წლის გოგონაზე გარყვნილი ქმედების გამო 35 წლის მამაკაცი დააკავეს. მას პოლიცია 8 თვის განმავლობაში ეძებდა. გ. ჯ. 8 წელს პატიმრობაში გაატარებს. ერთი მოზარდი მისი დისშვილია, მეორე კი მეზობელი. ბავშვები თანაკლასელები არიან. როგორც ერთ-ერთი გოგონას დედა ყვება, პირველი შემთხვევა გ.ჯ-ს სახლში მოხდა, მეორე ერთ-ერთი სოფლის თონეში.
|
ელზა პაპოშვილი 12.02.2020

13 000 დოლარი ჩვილის სანაცვლოდ-სამშობიარო „ბაიებიდან“ სავარაუდოდ გაშვილების მიზნით ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ, სადაც ახალშობილის დედამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, დედა ექიმებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ბავშვის მყიდველიც მათ მოძებნეს. ხოლო აღებული თანხის გაყოფასუაზე აპირებდნენ. კლინიკაში „რეზონანსს“ უდასტურებენ, რომ ამ საავადმყოფოს ორი ექიმია დაკავებული, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არავს სურს და მედიასთან კონტაქტსაც ერიდებიან.
|
ელზა პაპოშვილი 11.02.2020

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფემიციდის ნიშნით ქალების მკვლელობა კვლავ გამოწვევად რჩება და ყოველ წელს მედიას და საზოგადოებას ისევ ამ პრობლემაზე საუბარი უწევს. რატომ კლავენ კაცები საქართველოში ქალებს? უფლებადამცველები და ფსიქოლოგები სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ მძიმე დანაშაულის დასასჯელად სახელმწიფო სათანადო ბერკეტს არ იყენებს და დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული კაცები ქალებსის მკვლელობებს განაგრძობენ.
|
ელზა პაპოშვილი 09.02.2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გოგო 18 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. სკოლაში მიმავალი გოგონა თანასოფლელმა ბიჭმა ბიძაშვილის დახმარებით მოიტაცა და რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გამტაცებლის ბიძამ ის სახლში დააბრუნა.
|
ტატა შოშიაშვილი 08.02.2020

ცნობილი „კანონიერი ქურდის", ვიაჩესლავ ივანკოვის, იმავე „იაპონჩიკის" მკვლელობიაში თანამონაწილეობის ბრალდებით ხუთშაბათს მოსკოვში 61 წლის მურთაზ შადანია დააკავეს. მას ბრალად ედება 2009 წელს „იაპონჩიკის" მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა, მომავალი მსხვერპლის თვალთვალი და მკვლელობის უშუალო შემსრულებლისთვის იარაღის გადაცემა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 07.02.2020

თბილისში, პეკინის ქუჩაზე არასრუწლოვნებმა საიუველირო მაღაზია Red Berry გატეხეს. მათ ჩაქუჩების და ქვების დახმარებით ჯერ მაღაზიის ვიტრინები დალეწეს შემდეგ კი მაღაზიიდან ძვირფასეულბა წაიღეს. ეს ყველაფერი კი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მაღაზიაში „რეზონანსს“ ჯერჯერობით არ უდასტურებენ რა რაოდენობის თანხაა წაღებული, თუმცა აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, საუბარი ათეულ ათასობით ლარზე უნდა იყოს, რადგანაც ზოგიერთი ნივთის ღირებულება 2 ათას ლარს აღემატება.
|
ელზა პაპოშვილი 07.02.2020

დუშეთის სოფელ გრემისხევში 57 წლის ქალი მგელმა დაგლიჯა. ცისანა ხუბაშვილს დაზიანებები სახის, ზედა და ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ცისანა ხუბაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას მგელი მაშინ დაესხა თავს, როდესაც სახლიდან პირუტყვი გამოიყვანა.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2020

ისანში სოლომონ დოდაშვილის N17-ში ინდოეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. 32 წლის მალიკ მაჰმად მაუტინი საკუთარმა მეზობელმა, სავარაუდოდ, სადავო ტერიტორიიის გამო მოკლა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, უკვე ერთი წელია, რაც ინდოელებმა ამ ქუჩაზე მიწა იყიდეს და ერთი წლის განმავლობაში სახლს აშენებენ.
|
ელზა პაპოშვილი 06.02.2020

სიძეზე შურისძიების მიზნით, ცოლის ძმამ მისი მშობლები სასტიკად აწამა და შემდეგ დახოცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს პირი, რომელმაც გასული წლის ივნისში სიძის მშობლების დახოცვაშია ბრალდებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|