ელზა წიკლაური
09.06.2015

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი - ყველა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სოციალური ფონი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ პენსიასა და ხელფასებშია, პროდუქტების ღირებულება კი თითქმის ისეთივეა, როგორც საქართველოში.

სალომე სარიშვილი
08.06.2015

 ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში ქართული სამარკო ღვინის - "ქინძმარაულის" შესაძლო ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში რუსეთში ჩამოსხმული ქართული ღვინის ეტიკეტის ფოტოც გაჩნდა, სადაც მითითებულია, რომ "ქინძმარაული" რუსეთში, კერძოდ კი ტვერის ოლქშია ჩამოსხმული.

ლიკა ამირაშვილი
08.06.2015

 "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დემოგრაფების შეფასებით კი, არაოფიციალური მონაცემები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ფსიქოლოგები გაყრის მთავარ მიზეზად ღალატს, ეჭვიანობას და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

თაია არდოტელი
08.06.2015

სიბინძურე, არასასიამოვნო სუნი, წვიმის დროს არსებული გუბეები, უსაფრთხოების არარსებობა, რიგ შემთხვევებში განათების პრობლემა - მიწისქვეშა გადასასვლელების საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელია.

თაია არდოტელი
08.06.2015

 სოფელ დიღმის მოსახლეობა გზისა და კანალიზაციის არარსებობის გამო წუხს. როგორც ვაჟა-ფშაველას ქუჩასა და უგრელიძის პირველ შესახვევში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, ამ ქუჩებზე გზა საერთოდ არ დაგებულა.

თაია არდოტელი
08.06.2015

 მარჯანიშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში დაზიანებულია ტროტუარი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა და უფრო დიდ ტერიტორიაზე ჩნდება დაზიანებები.

მარი ჩიტაია
06.06.2015

 დედაქალაქის მასშტაბით "საზაფხულო ბაღებზე" მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. თბილისში მდებარე დაწესებულებების პედაგოგთა ინფორმაციით, აღსაზრდელების უმეტესობა ქალაქიდან ივლისშიც არ გადის. თბილისში უამრავ ოჯახს არც დასვენების შესაძლებლობა აქვს და ვერც ბავშვის კვების ხარჯს უმკლავდება. ამიტომ იძულებულნი არიან, ისევ ბაღში ატარონ.

მარიამ აფციაური
06.06.2015

 ჭამა, მოწევა, ყავის დალევა - ეს ის ფაქტორებია, რის გამოც დასაქმებულები ხშირად საქმეს წყდებიან ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში კვებისთვის გამოყოფილი დრო იმდენად დიდია, რომ საბოლოოდ გასაკეთებელად მოტოვებული საქმე გაკეთებულს აჭარბებს. დამსაქმებლების აზრით, ასეთი ჩვევები შრომის ნაყოფიერებას უშლის ხელს.

თეა ბეჟიტაშვილი
06.06.2015

 ამბობენ, საუზმე დღის განმავლობაში კვების რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, დილას მირთმეული სწორად შერჩეული საუზმე კი ორგანიზმს ეხმარება მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში ენერგიით უზრუნველყოფს, აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს ყურადღებისა და კონცენტრაციის მოხდენას.

მარიამ აფციაური
05.06.2015

 დედაქალაქის გამწვანების პროგრამის სისრულეში მოყვანა ჭიანურდება. ქალაქ თბილისის მერია მცენარეების დასარგავ ადგილებს ეძებს. თბილისელები მერიისგან დაპირების შესრულებას და რეკრეაციული ზონის გაზრდას მოითხოვენ. ისინი კონკრეტულ ადგილებსაც ასახელებენ, სადაც გამწვანება აუცილებელია. "რეზონანსის" რესპონდენტები ძირითად აქცენტს შიდა კვარტალურ ეზოებზე და საბავშვო ბაღის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე აკეთებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
04.06.2015

 სახალხო დამცველის ინიციატივის მიხედვით, 16-დან 18 წლამდე პირების ქორწინებაზე თანხმობის წესი, შესაძლოა, შეიცვალოს. თუ აქამდე არასრულწლოვანებს ქორწინების რეგისტრაცია მშობლების თანხმობით შეეძლოთ, უჩა ნანუაშვილის წინადადებით, 16-დან 18 წლამდე პირების ქორწინებაზე თანხმობის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ამ წინანადადებით სახალხო დამცველმა პარლამენტს უკვე მიმართა.

თაია არდოტელი
03.06.2015

 "გველების დაფიქსირებაზე გამოძახება გასულ თვეში უკვე იმატა, თუმცა ივლის-აგვისტოში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამავე პერიოდში ქვეწარმავალი ადამიანის საცხოვრებელს, სადარბაზოებს, სარდაფებს მიაშურებს და ხალხთან კონფლიქტიც უფრო გახშირდება", - აცხადებს ზაფხულში ქვეწარმავლების მომრავლების საშიშროების შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას ქვეწარმავლების ექსპერტი შოთა ზანდუკელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×