თეა ბეჟიტაშვილი
08.05.2015

"იმისათვის, რომ ბავშვების ქუჩაში ცხოვრება თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს უფრო ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე, ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმი", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე "რეზონანსთან", ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამის შედეგების შეფასებისას.

ელზა წიკლაური
06.05.2015

 საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება, მანამდე კი სპეციალისტები ხელისუფლებას იმპორტზე ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას ურჩევენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვეღარ შემოვა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები.

ლიკა ამირაშვილი
06.05.2015

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრებისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე წითელას 11 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული. 29 წლამდე მოქალაქეებისთვის აცრები უფასოა.

თეა ბეჟიტაშვილი
06.05.2015

ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად თბილისის ქუჩებში ტურისტების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. მათ ძირითადად დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შეამჩნევთ. მათ რაოდენობას არ უჩივიან ბარებისა და რესტორნების მენეჯერები.

თეა ნადირაძე
05.05.2015

აგერ უკვე რამდენიმე წელია, ვისმენთ საუბარს პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე. ყველას კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ლომაიას მინისტრობის დროს, დასავლეთის დაფინანსებით, პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურების შექმნა და ევროკავშირის ექსპერტების ჩართვით ხარისხიანი სწავლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.

მარი ჩიტაია
05.05.2015

 საქართველოში სეზონური მუშახელი გაძვირდა. იაფი მუშის შოვნა თითქმის ყველგან ჭირს, რადგან დღიური გასამრჯელოს ფასმა ზოგიერთ რეგიონში 50 ლარამდეც კი მოიმატა.

თიკო ოსმანოვა
04.05.2015

 ახალციხის ქუჩის #8-ში მცხოვრები რაულ გაზდელიანი თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურში დასაქმებულ მეზობელ ეკატერინე ცეცხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ცეცხლაძე მას ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. კერძოდ სახლში შესასვლელი რამდენიმე საფეხურიანი კიბის მოსაშლელად მერიაში უჩივლა, რის გამოც 8 ათასი ლარით დააჯარიმეს და შემდეგ წყლის მილიც გადაუჭრა.

თაია არდოტელი
04.05.2015

 ქუჩაში პოლიეთილენის პარკებით დატოვებული ნაგავი და მაწანწალა ცხოველების მიერ მიმოფანტული ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია - ასეთი სურათი დაგხვდებათ ყოველ ორშაბათსა და პარასკევს რიონჰესის ქუჩაზე.

თაია არდოტელი
04.05.2015

 თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შესაძლოა, შენობა-ნაგებობებზე უკანონო და უნებართვო წარწერების გაკეთებისა თუ პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმები გაიზარდოს. მისივე თქმით, აუცილებელია, ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის მოწესრიგებას უფრო მეტი აქტიურობით მიხედოს.

თაკო მათეშვილი
04.05.2015

ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო კურსები, რომელიც მერიამ უკვე რამდენიმე თვეა შეაჩერა, შესაძლოა საერთოდ შეწყდეს. სწავლის პროცესი თებერვლიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა. მოგვიანებით დაწყება მარტისათვის გადაიდო, მაგრამ არც ეს შესრულდა.

მარიამ აფციაური
02.05.2015

სამუშაო ადგილების სიმცირეს ქართველი ხალხი ბოლო პერიოდში მუდამ განიცდიდა, თუმცა ამ მხრივ მათი მდგომარეობა ახლა მეტად გართულდა. უკეთესი მომავლის მოლოდინში ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა. ამას დაემატა ლარის გაუფასურება, მედიკამენტებზე, პროდუქტზე ფასის გაზრდა. ამასობაში მთავრობაც გადადგა. ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ცვლილებებმა ხალხი პანიკაში ჩააგდო.

თეა ბეჟიტაშვილი
02.05.2015

 ჭარბი წონა მხოლოდ მუდმივი კვებისა და ნაკლებად ფიზიკური აქტივობის გამო არ წარმოიქმნება. ზოგჯერ სიმსუქნეს კონკრეტული დაავადება იწვევს. ყველასათვის ცნობილია, რომ წონაში მატება ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების განვითარებას თუმცა არის შემთხვევები, როდესაც წონაში მატებას, კონკრეტული დაავადებები იწვევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×