თაია არდოტელი 29.06.2015
დაზიანებული შესასვლელი, ჩამოვარდნილი ჭერი, წვიმის დროს ჩამოსული წყალი და გუბეები - ასეთი ვითარებაა თბილისში, "წერეთლის" მეტროს შესასვლელში.
|
ლიკა ამირაშვილი 27.06.2015
საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. 2 ივლისს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ჩააბარებენ. წინა წელთან შედარებით, წელს როგორც აბიტურიენტების, ასევე მაგისტრანტების რაოდენობა გაზრდილია.
|
მარიამ აფციაური 27.06.2015
ტემპერატურის მატებასთან ერთად, მატულობს საკვებით მოწამვლის რისკი. სწორედ ამიტომ საზოგადოების ნაწილი ზაფხულში საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და კვების რაციონიდან იღებს ისეთ პროდუქტს, რომლებიც მალფუჭებადია. ძირითადად ეს არის ხორცპროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი და კონსერვები.
|
თეა ბეჟიტაშვილი 27.06.2015
ზაფხულში მზის სხივების გადაჭარბებული რაოდენობის გამო კანის დაცვა და განსაკუთრებული მოვლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მზე, მტვერი, ზღვის მარილი - ის, რაც სახის კანს აღიზიანებს, თუმცა სახის კანის გარდა მზის სხივებისგან დაცვა მთელ სხეულს ესაჭიროება.
|
თაია არდოტელი 26.06.2015
"უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები საქართველოსა და უცხოეთში ცალ-ცალკე გაიყიდება. 24000 ბილეთი საქართველოს, ხოლო 6000 - უცხოელი მოქალაქეებისთვის," - ამ გადაწყვეტილებით დასრულდა გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფასა და "ბილეთები.გე"-ს შორის მოლაპარაკება. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ვერ ამბობენ, თუ როდის დაიწყება საქართველოში ბილეთების გაყიდვა.
|
თიკო ოსმანოვა 26.06.2015
სინოპტიკოსები წელსაც ანომალიურ სიცხეებს ვარაუდოებენ. ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ზაფხული საშუალოსთან შედარებით ცხელი იქნება. მისი თქმით, ცალკეულ დღებში საშუალო ტემპერატურა 40 0 მდე დაფიქსირდება, ამიტომ იგი საზოგადოებას მთაში დასვენებას ურჩევს. დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ბევრი სითხის მიღებას და ღია ფერის სამოსის გამოყენების რჩევას იძლევიან.
|
მარი ჩიტაია 26.06.2015
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ რეალურად არც არსებობს, მაგრამ საგზაო ტარიფებზე აქტიურად მსჯელობენ. მთავრობა ცდილობს, პროექტში ჩაიდოს ალტერნატიული გზის მშენებლობაც, ხოლო ქვეყნის მთავარი მაგისტრალის, რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება ფასიანი გახდეს.
|
ლიკა ამირაშვილი 25.06.2015
თბილისში წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში შესაძლოა პოსტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ იჩინოს თავი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ტრავმული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სპეციალისტებს მივმართოთ.
|
მარიამ აფციაური 25.06.2015
თბილისელთა უმეტესობა (86%) ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისით სარგებლობს. აქედან დიდი ნაწილი (80%) საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებით კმაყოფილია. რესპონდენტებმა "რეზონანსთან", ფინანსური შეღავათების გარდა, იმ ხარვეზებზეც ისაუბრეს, რასაც ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობისას აწყდებიან. ძირითადად უკმაყოფილებას იწვევს კლინიკებში საფასო პოლიტიკა და გეგმური ოპერაციების დაფინანსებისას ლოდინი.
|
მარი ჩიტაია 24.06.2015
ტყეკაფის გამოყოფამ, შესაძლოა, ბულაჩაურში სტიქიური უბედურება გამოიწვიოს. ადგილობრივების ინფორმაციით, რასაც გარესმოს დამცველებიც ადასტურებენ, მდინარე არაგვის ჩამოტანილი ქვა-ღორღით ქუჩაც კი იფარება და ხალხს სახლამდე მისასვლელი გზით სარგებლობა უჭირს.
|
ლიკა ამირაშვილი 24.06.2015
ივლისში თბილისში 25 ბაგა-ბაღი იმუშავებს. იმის გამო, რომ მშობლების დიდი ნაწილი ზაფხულის განმავლობაში მუშაობს, საზაფხულო ბაღების მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.06.2015
"მტაცებლები უკვე შეჩვეულ ადგილებს არ ტოვებენ, მაგრამ ეს ნორმალურ სიტუაციაში ხდება, ექსტრემალურ სიტუაციაში კი ცხოველის ქცევა შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გაქცეული ვეფხვისა და აფთრის მოსალოდნელ ქცევასთან დაკავშირებით.
|